კატარში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

© photo: Giorgi Kekelidze / FBქართული ბიბლიოთეკა დოჰაში
ქართული ბიბლიოთეკა დოჰაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ბიბლიოთეკის გახსნისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კატარში საქართველოს საელჩოს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. კატარის სამეფოში, დოჰას უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაწერა.

პირველ ქართულ ბიბლიოთეკაში განთავსდება წიგნები ქართულ ენაზე, ინგლისურ და არაბულ ენებზე თარგმნილი ქართველი ავტორების ნაწარმოებები, ასევე ლექსიკონები.

ბიბლიოთეკის დაარსებაში განსაკუთრებული მადლობა გიორგი კეკელიძემ კატარში საქართველოს საელჩოს გადაუხადა.

ნოდარ დუმბაძე - Sputnik საქართველო
ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული კატარში გამოიცა

„გილოცავთ! სპეციალური მადლობა საქართველოს საელჩოს შესანიშნავ გუნდს! მადლობა მხარდაჭერისთვის გამომცემლობებს", – დაწერა კეკელიძემ.

დოჰაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კეკელიძემ მონაწილეობა მიიღო დოჰას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე (Doha International Book Fair) არაბულ ენაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის პრეზენტაციაში. პრეზენტაციას ესწრებოდა მწერლის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე. მან დოჰაში გამომცემლებს საჩუქრად აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰის, რომელიც ცნობილია როგორც იბნ ალ-მუკაფა, იგავების „ქილილა და დამანას" ქართული თარგმანი წაუღო. თარგმანის ავტორია გიორგი ლობჟანიძე.

როგორც კეკელიძემ აღნიშნა, მხარეებმა უკვე ჩანიშნეს წელს ქართული ხელნაწერების გამოფენის ჩატარება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კეკელიძემ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ქართული ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება ჩინეთშიც.

ყველა ახალი ამბავი
0