11:30 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (689)
45 0 0

კინობიბლიოთეკის სტუმრები იშვიათი აფიშების, ღია ბარათების, ჟურნალების, ფოტოებისა და კინოფირების ნახვას შეძლებენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში საქართველოში პირველი კინობიბლიოთეკა გაიხსნა.

ახალ ბიბლიოთეკაში თავმოყრილია მსოფლიო კინემატოგრაფიისადმი მიძღვნილი იშვიათი უცხოური გამოცემები, ჟურნალები და წიგნები ქართული კინოინდუსტრიის შესახებ. წიგნების გარდა ბიბლიოთეკაში შესაძლებელია იშვიათი აფიშების, ღია ბარათების, ჟურნალების, ფოტოებისა და კინოფირების, სურათების, სცენარების ნახვა.

„დიდი საქმეები გრძელდება", – დაწერა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თავის Facebook-გვერდზე.

ორგანიზატორებმა იზრუნეს, რომ დარბაზში საკმარისი რაოდენობის მაგიდა და კომპიუტერი იყოს, რათა სტუმრებმა მსოფლიო კინოინდუსტრიის განვითარების შესახებ გამოცემების ელექტროვერსიების გაცნობა შეძლონ.

კინობიბლიოთეკაში უახლოეს პერიოდში ფილმების ჩვენებები იგეგმება – ახალგაზრდობის მოზიდვისა და ქართული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით.

კინობიბლიოთეკის შექმნის იდეა უფრო ადრე საქართველოს კინოცენტრის დირექტორს გაგა ჩხაიძეს გაუჩნდა. როგორც „Sputnik-საქართველოს" კინოცენტრში განუცხადეს, ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტს კინოცენტრის თავდაპირველ იდეასთან კავშირი არა აქვს.

ყველაფერი ქართული კინოს შესახებ – საქართველოში პირველი კინობიბლიოთეკა შეიქმნება>>

„იგეგმება გაგა ჩხაიძისა და გიორგი კეკელიძის შეხვედრა. ჩვენ გადავცემთ კინოცენტრში შენახულ ლიტერატურას და მომავალ თანამშრომლობაზე ვიმსჯელებთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს კინობიბლიოთეკა ერთობლივი პროექტი გახდეს", – განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" კინოცენტრში.

მომავალში იგეგმება ბიბლიოთეკის გაფართოება იმ მასალების ხარჯზე, რომლებიც ბევრ საოჯახო არქივში ინახება.

თემები:
საქართველო და კულტურა (689)

მთავარი თემები