ყველაფერი ქართული კინოს შესახებ – საქართველოში პირველი კინობიბლიოთეკა შეიქმნება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიგოგონა ბიბლიოთეკაში
გოგონა ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი კინომანები კინოს სამყაროს გაცნობას მალე არა მხოლოდ ტელევიზორების ეკრანებიდან შეძლებენ.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ვისაც აინტერესებს ქართული კინოს განვითარების ისტორია და მნიშვნელოვანი მოვლენების გაცნობა ქვეყნის ეროვნული კინემატოგრაფიის სამყაროდან, შეძლებს ეწვიოს საქართველოში პირველ კინობიბლიოთეკას, რომელიც მალე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე შეიქმნება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" კინოცენტრში.

ბიბლიოთეკაში შეიკრიბება თემატური ლიტერატურა ქართულ და უცხოურ ენებზე.

კადრი ფილმიდან „მძევლები - Sputnik საქართველო
ქართული კინო ესპანეთის დასაპყრობად მიემგზავრება

„ჩვენი ინიციატივის მიზანი მარტივია: თითოეული, ვისაც აინტერესებს ქართული კინო, შეძლებს მოსვლას ბიბლიოთეკაში, სადაც ერთ სივრცეში იქნება შეკრებილი ყველა საჭირო ლიტერატურა. ეს ახალი პროექტია და მივმართავთ ყველას თხოვნით, ვისაც ასეთი ლიტერატურა შეიძლება ჰქონდეს, რომ გადმოსცეს ის ბიბლიოთეკას", – აღნიშნა კინოცენტრის წარმომადგენელმა ნათია კანთელაძემ Sputnik-თან საუბრისას.

კანთელაძის თქმით, კინობიბლიოთეკის შექმნის იდეა კინოცენტრის დირექტორს გაგა ჩხაიძეს ეკუთვნის.

კინოცენტრის ახალ პროექტს უკვე აქვს გარკვეული ბაზა – ესაა წიგნები, რომლებიც კინოცენტრის მხარდაჭერით სხვადასხვა წელს გამოვიდა და ქართული კინოს მნიშვნელოვან ეტაპებს ეძღვნება.

ქართველი კინემატოგრაფისტი პირველად გახდა პრესტიჟული გაერთიანების ACE producers წევრი>>

თავდაპირველად ბიბლიოთეკა კინოცენტრის შენობაში განთავსდება. მომავალში წიგნსაცავისთვის, სავარაუდოდ, ცალკე შენობა გამოიყოფა, სადაც კინოს სამყაროში გადანაცვლებისთვის კომფორტული პირობები შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0