ქართველი კინემატოგრაფისტი პირველად გახდა პრესტიჟული გაერთიანების ACE producers წევრი

© photo: Lasha Khalvashi / FBლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი
ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ორგანიზაციის ეგიდით ქართველი პროდიუსერი თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „თევზაობის" განვითარებაზე დაიწყებს მუშაობას.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. კინოპროდიუსერების პრესტიჟული საერთაშორისო გაერთიანება ACE producers-ის წევრი პირველად გახდა ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

„კივილი" ბათუმში: კინომოყვარულებს ირაკლი კვირიკაძის მეუღლის ფილმის პრემიერა ელოდებათ>>

ACE producers გამოცდილი კინომწარმოებლების დამოუკიდებელი გაერთიანებაა, რომელიც 1993 წელს ჰოლანდიაში დაფუძნდა. ამჟამად კავშირში 250 აქტიური წევრია 45 ქვეყნიდან. მის პარტნიორთა რიცხვში არიან სხვადასხვა ქვეყნის კინოს ფონდები, პროფკავშირები და სატელევიზიო სადგურები.

გაერთიანებაში ახლად გაწევრიანებულების სია ACE producers-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მასში 15 ქვეყნის 18 პროდიუსერი მოხვდა. ეს ქვეყნებია ბელგია, ჩეხეთი, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი და სხვ.

ACE producers-მა ცალკე აღნიშნა, რომ კავშირი მოხარულია, თავის რიგებში პირველად მიესალმოს კინომწარმოებლებს საქართველოდან და ლიტვიდან.

შესარჩევი კომიტეტის შემადგენლობაში იყვნენ ACE-ს დირექტორთა საბჭოს წევრები, კონსულტანტები, ორგანიზაციის პრეზიდენტი ანტუან სიმკინი (Antoine Simkine) და კვლევების ხელმძღვანელი იაკობინ ვან დერ ვლოედი (Jacobine van der Vloed). მისი თქმით, კანდიდატების პროფესიული გამოცდილების დონე წელს კოლოსალური იყო.

კადრი ფილმიდან ჰორიზონტი - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა

ACE-მწარმოებელთა ახალი წევრები 2019-2020 წლების სეზონის ახალ პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას. სემინარები ჩატარდება ჰელსინკიში, პრაღაში, ამსტერდამში და სხვა ქალაქებში.

რაც შეეხება ლაშა ხალვაშს, პროექტების ფარგლებში ის თინათინ ყაჯრიშვილის მხატვრული ფილმის „თევზაობის" განვითარებაზე იმუშავებს.

ედინბურგში (შოტლანდიაში) სემინარების შემდეგ დაგეგმილია ღონისძიება, რომელშიც მონაწილეები ოფიციალურად შეუერთდებიან ACE-ს პროდიუსერებს.

ლაშა ხალვაში ცნობილი ქართველი კინოპროდიუსერია. მისი პროდიუსერობით გადაიღეს ფილმები ანა ურუშაძის „საშიში დედა", თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები" და „ჰორიზონტი".

ქართული ფილმი რჩეულ 12 ევროპულ ფილმს შორის მოხვდა>>

წამყვანი ამერიკული გამოცემა Variety-ს ვერსიით, რომელიც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის მოვლენებს აშუქებს, ხალვაში 2018 წლის წარმატებული პროდიუსერების ნუსხაში შეიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0