ქართულმა ფილმმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა

© photo: Tinatin Kajrishvili / FBკადრი ფილმიდან "ჰორიზონტი"
კადრი ფილმიდან ჰორიზონტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი" ფესტივალში მონაწილე 32 სურათს შორის საუკეთესოდ აღიარეს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა „ჰორიზონტი" სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალ „ირიდას" გრან-პრი მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კინოფესტივალის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით.

ფესტივალი 11-დან 16 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, საკონკურსო პროგრამაში რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, აშშ-დან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვედეთიდან 32 ფილმი მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ავღანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, სერბეთში, ტუნისში, უზბეკეთში, უკრაინასა და იამაიკაში გადაღებული ფილმები. კვირას ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა. 

ფილმი ჰორიზონტი - Sputnik საქართველო
ქართულმა დრამამ აშშ-ის კინოფესტივალზე წარმატება მოიპოვა

„ფესტივალის გრან-პრი მიიღო თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა „ჰორიზონტი" (საქართველო/გერმანია). ფესტივალის პრეზიდენტის მთავარი პრიზი კი გადაეცა ვერა გლაგოლევას ბოლო რეჟისორულ ნამუშევარს „უცხოები არ არიან".

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი არის ისტორია ერთი ქართული ოჯახის რღვევისა და გმირების შინაგანი წინააღმდეგობების შესახებ.

ფილმის მთავარი გმირია გიორგი, რომელიც მეუღლესთან დაშორების შემდეგ თბილისიდან მიდის და ზღვისპირა პატარა სოფელში სახლდება. წარსულზე ფიქრი მას არ ტოვებს… გიორგის გამოჩენა კითხვებს ბადებს სოფლის მცხოვრებლებში, რომლებიც ვერ ხვდებიან – ადამიანი, რომელიც არც თევზაობს და არც სვამს, რატომ დასახლდა მათ სოფელში.

აღსანიშნავია, რომ ფილმი წარმოადგენს საქართველო-შვედეთი-გერმანიის კოპროდუქციას. „ჰორიზონტის" პრემიერა 2018 წელს ბერლინალეზე შედგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0