ქართულმა დრამამ აშშ-ის კინოფესტივალზე წარმატება მოიპოვა

© photo: Tinatin Kajrishvili / FBფილმი "ჰორიზონტი"
ფილმი ჰორიზონტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა ქართველი რეჟისორის ნამუშევარს მაღალი შეფასება მისცეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი" აშშ-ში დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო ფესტივალზე The Santa Fe Independent Film Festival „საუკეთესო რეჟისურისთვის" დაჯილდოვდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მსახიობის ტრიუმფი ყახაზეთში>>>

The Santa Fe Independent Film Festival-ი დამოუკიდებელი კინემატოგრაფის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ფესტივალი ითვალისწინებს ახალი ფილმების პრემიერებს, საღამოებსა და კლასიკურ კინოჩვენებებს. წელს ფესტივალი 17-21 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და ფესტივალის დაარსების 10 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

ფილმი ჰორიზონტი - Sputnik საქართველო
ქართულ ფილმ „ჰორიზონტს“ პოლონეთში უჩვენებენ

„ვულოცავთ რეჟისორს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს კინოფესტივალზე გამარჯვებას და მორიგ საერაშორისო ჯილდოს", – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი" ქართული ოჯახის რღვევასა და გმირების შინაგანი წინააღმდეგობების შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის მთავარი გმირია გიორგი, რომელიც მეუღლესთან დაშორების შემდეგ თბილისიდან მიდის და ზღვისპირა პატარა სოფელში სახლდება. მას არ ტოვებს წარსულზე ფიქრი… გიორგის გამოჩენა სოფლის მცხოვრებლებში კითხვებს ბადებს, ისინი ვერ ხვდებიან, რატომ დასახლდა მათ სოფელში ადამიანი, რომელიც არც თევზაობს და არც სვამს.

ფილმი საქართველო-შვედეთი-გერმანიის კორპროდუქციაა. „ჰორიზონტის" პრემიერა 2018 წლის ბერლინალეზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფილმი მონაწილეობდა „ოსკარზე" "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმების კონკურსში. ამას გარდა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა ალმათის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის" ჯილდო მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0