ქართველი მსახიობის ტრიუმფი ყახაზეთში

© FB / Almaty Film Festivalგიორგი ბოჭორიშვილი
გიორგი ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მსახიობმა „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისი,  20 სექტემბერი  — Sputnik.  ქართველმა მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა თინათინ ყაჯრიშვილის ფილმ „ჰორიზონტში“ შესრულებული როლისთვის ალმათში  გამართულ პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე  საუკეთესო მამაკაცის როლისთვის პრიზი მიიღო. 

ქართველი მსახიობისთვის ჯილდოს გადაცემის დროს ცერემონიის წამყვანმა აღნიშნა: „მე დავიჯერე, რომ მამაკაცს ქალის მონატრების გამო სიკვდილი შეუძლია“.

„საუკეთესო მსახიობის“ ტიტულთან ერთად, ბოჭორიშვილს ფულადი ჯილდო – ერთი მილიონი ტენგე – გადაეცა.

ფილმი „ჰორიზონტი“  ერთი ქართული ოჯახის რღვევისა და გმირების შინაგანი წინააღმდეგობებზე მოგითხრობთ. ფილმის მთავარი გმირია გიორგი, რომელიც მეუღლესთან დაშორების  შემდეგ თბილისიდან მიდის და ზღვისპირა პატარა სოფელში სახლდება. წარსულზე ფიქრი მას არ ტოვებს… გიორგის გამოჩენა სოფლის მცხოვრებლებში კითხვებს ბადებს, ისინი ვერ ხვდებიან, ადამიანი, რომელიც არც თევზაობს და არც სვამს, რატომ დასახლდა მათ სოფელში. 

ფილმი საქართველო, შვედეთისა და გერმანიის კორპროდუქციაა. „ჰორიზონტის“ პრემიერა 2018 წლის ბერლინალეზე შედგა. აღსანიშნავია, რომ ფილმი  „ოსკარზე“  „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ ნომინაციაზე  წარსადგენად ეროვნული კინოცენტრის მიერ გამართულ კონკურსში მონაწილეობდა.

Almaty Film Festival–ი ყაზახეთში 15–19 სექტემბერს გაიმართა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0