თბილისის კონსერვატორია მწვავე პრობლემის წინაშე დგას

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeმასტერ-კლასი რახმანინოვის როიალთან
მასტერ-კლასი რახმანინოვის როიალთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის კონსერვატორიაში ამაჟამად არსებული როიალების აწყობა შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი ახლების ყიდვაა, რისთვისაც თანხა არ არის.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ თავის „ფეისბუქ"-გვერდზე საზოგადოებრივი კამპანიის „ერთად მუსიკისთვის" დაწყების თაობაზე გამოაცხადა.

„SOS!!! გთხოვთ გააზიარეთ!!! კონსერვატორიაში არსებულ პრობლემებს შორის როიალების პრობლემა ერთ-ერთი უმწვავესია. ეს საბჭოთა პერიოდის დანატოვარია, რომელიც არც შეკეთებას ექვემდებარება და ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერც შეცვლას ვახერხებთ. კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, რომელიც დაარსებიდან დღემდე წარმატებით აწარმოებს ამ ქვეყნის მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათს, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი. ვიწყებთ დიდ კამპანიას", – დაწერა ნანა შარიქაძემ.

კონსერვატორია - Sputnik საქართველო
თბილისის კონსერვატორიას ახალი რექტორი ჰყავს

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე კონსერვატორიის რექტორი 2019 წლის 22 ოქტომბერს გახდა. მანამდე ის 20 წლის განმავლობაში სტუდენტებს მე-20 საუკუნის მუსიკის ისტორიას ასწავლიდა.

როგორც „Sputnik-საქართველოს" კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ხაჭაპურიძემ განუცხადა, ინსტრუმენტები უიმედოდ არის აშლილი და მეცადინეობების ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასტერ-კლასის დროს პედაგოგს რამის ჩვენება, განმარტება სურდა და ამის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან ნოტი აბსოლუტურად სხვაგვარად ჟღერდა. საქმე ისაა, რომ ინსტრუმენტების რესტავრაცია შეუძლებელია, ერთადერთი გამოსავალი ახალი როიალების ყიდვაა. საუბარია ძალიან დიდ თანხაზე", – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კონსერვატორიაში სახელმწიფოს, თბილისის კონსერვატორიის საერთაშორისო პარტნიორებისა და ფონდების დახმარების იმედი აქვთ.

სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
ვირტუოზ პიანისტს სანდრო ნებიერიძეს ყურადღება ბრიტანულმა Gramophone-მა მიაქცია

ახალი ინსტრუმენტების საყიდლად პირველი ნაბიჯი თავად კონსერვატორიის სტუდენტებმა გადადგეს. კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე მათ 29 ნოემბერს და 1 დეკემბერს წარმოადგინეს ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე". ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ინსტრუმენტების შეძენას მოხმარდება.

„გვესმის, რომ ქვეყანაში ბევრი მწვავე პრობლემაა, ათობით ბავშვია, რომლებსაც ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. არ გვინდა ვინმემ თქვას, რომ ახლა ამის დრო არაა, რომ აჯობებს, თუ ამ თანხას ბავშვების მკურნალობაზე მივმართავთ. მაგრამ ეს ინსტრუმენტები ასევე აუცილებელია ბავშვებისთვის. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიზიდოთ უცხოური ფონდები, რომ ისინი ამ საკითხის გადაწყვეტაში დაგვეხმარონ", – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ნიჭიერი მუსიკოსები საქართველოდან ელისეს მინდვრებზე კონცერტს გამართავენ>>

კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და სტუდენტები იმედოვნებენ, რომ ამ მწვავე პრობლემას ერთად, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით გაუმკლავდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0