09:28 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი

თბილისში მუსიკალური ფესტივალი იწყება

photo: Djansug Kakhidze Tbilisi center for Music and Culture / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (600)
44 0 0

ფესტივალს გახსნის გერმანელი მევიოლინის კოლი ბლახერისა და თურქული წარმოშობის ამერიკელი პიანისტის ოზგურ აიდინის დუეტი.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისში კლასიკური მუსიკის მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები შეიკრიბებიან ფესტივალის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში" (Classical Music in Alternative Environment) ფარგლებში, რომელიც 6-14 დეკემბერს ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

წინასაახალწლო საჩუქარი: „ქართველი მოცარტი“ კონცერტს თბილისში გამართავს>>

კლასიკური მუსიკის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მეორედ ახორციელებს პროექტს „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში".

„პროექტის ფარგლებში დედაქალაქის სხვადასხვა სივრცეში კლასიკური მუსიკის კონცერტების ციკლი 6-14 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფესტივალს 6 დეკემბერს გახსნის გერმანელი მევიოლინის კოლი ბლახერისა და თურქული წარმოშობის ამერიკელი პიანისტის ოზგურ აიდინის მსოფლიოში ცნობილი დუეტი. პროგრამაშია რაველის, ბარტოკისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. საღამო სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება. დასაწყისი 19:00 საათზე.

ფესტივალის მეორე კონცერტი 8 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება. სოლისტები იქნებიან ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა" (ხელმძღვანელი - ლელა მჭედლიძე) რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდება მოცარტის, ბახისა და სარასატეს ნაწარმოებები. დასაწყისი 19:00 საათზე.

10 დეკემბერს ფესტივალის სტუმრებს ელოდება კანადაში მცხოვრები გამოჩენილი ვიეტნამელი პიანისტის დანგ ტაი შონის სოლო კონცერტი. აჟღერდება დებიუსის, პადერევსკისა და შოპენის ნაწარმოებები. მუსიკალური საღამო სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში 19:00 საათზე დაიწყება.

ფესტივალი 14 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პოლონური მუსიკის საღამოთი დასრულდება. სოლისტი იქნება პოლონელი პიანისტი, 2017 წლის არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი შიმონ ნერინგი. პოლონეთის ახალი თაობის ერთ-ერთ წამყვან სიმფონიურ ორკესტრს – ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრს უდირიჟორებს მირიან ხუხუნაიშვილი.

ცნობილი გერმანელი მევიოლინე საქართველოში მუსიკალურ ფესტივალს გახსნის>>

საღამოზე აჟღერდება პენდერეცკის, შოპენის, გრიგისა და კარლოვიჩის ნაწარმოებები. საღამო ჩატარდება პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

თემები:
საქართველო და კულტურა (600)

მთავარი თემები