წინასაახალწლო საჩუქარი: „ქართველი მოცარტი“ კონცერტს თბილისში გამართავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliცოტნე ზედგინიძე
ცოტნე ზედგინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფენომენალური ნიჭის მქონე ათი წლის ვირტუოზი მუსიკოსი მაყურებლისთვის საკუთარ შექმნილ ნაწარმოებს შეასრულებს

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ათი წლის კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, რომელსაც უკვე უწოდებენ ქართველ მოცარტს, სოლო კონცერტს 28 დეკემბერს გამართავს, წერს პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„ქართველი მოცარტი გავიცანი“ - ვინ არის 9 წლის ბიჭი, რომელმაც ნიკოლოზ რაჭველი აღაფრთოვანა >>

ნორჩი მუსიკოსი სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე წარდგება.

„ცოტნე მიუჯდება როიალს, დაუკრავს ერთ-ორ ჯადოსნურ ფრაზას და ყველა უსამართლობა მაშინვე დაუძლურდება. მიხარია, რომ მის პირველ სოლო-კონცერტს კონსერვატორიის დიდ სცენაზე სწორედ "იავნანა" წარადგენს. ფონდი, რომელმაც ათაობით ნიჭიერ ბავშვს თუ ახალგაზრდას გაუმართა ხელი. წარმატებები ჩემს საყვარელ და საამაყო ცოტნეს“, - დაწერა თეონა ჯორბენაძემ.

მისი თქმით, ყველა, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუსმენია ცოტნეს შესრულება, აუცილებლად უნდა დაესწროს მის კონცერტს. მით უმეტესს, რომ ის საკუთარ ნაწარმოებებს შეასრულებს.

ცოტნე ზედგინიძე - Sputnik საქართველო
ცხრა წლის „ქართველი მოცარტი" თბილისში კონცერტს გამართავს

ცოტნე 2019 წლის მთავარი აღმოჩენა გახდა. სწორედ ნიკოლოზ რაჭველმა შეარქვა ცხრა წლის ცოტნეს „ქართველი მოცარტი". ვუნდერკინდი უნიკალურ ნაწარმოებებს ადრეული ასაკიდან ქმნის.

პედაგოგთან მეცადინეობა ცოტნემ ხუთი წლიდან დაიწყო. მთლიანი აკადემიური კლასიკური რეპერტუარი მან დაჩქარებულ რეჟიმში გაიარა. კლასიკური მუსიკის გარდა უყვარს უილიამ შექსპირის პიესები, რომლებიც, კომპოზიტორის სიტყვებით, მას შთააგონებენ.

ყველა ახალი ამბავი
0