07:41 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ნიკოლოზ რაჭველი

„ქართველი მოცარტი გავიცანი“ - ვინ არის 9 წლის ბიჭი, რომელმაც ნიკოლოზ რაჭველი აღაფრთოვანა

© photo: Ilia Baburashvili / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (150)
84430

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში 9 წლის ვუნდერკინდზე, ცოტნე ზედგენიძეზე წერს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და აღფრთოვანებას ვერ მალავს.

კომპიზიტორი პატარა მუსიკოსის კონცერტსაც აანონსებს, სადაც მისი თქმით, ცოტნე ზედგენიძე 14 ივნისს, ილიას უნივერსიტეტში, საკუთარ მუსიკას დაუკრავს.  

„მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული...
ღმერთო დიდი მადლობა რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

მისი თქმით, ასეთი ადამიანების გამო ყველა ამაყი უნდა იყოს.

„ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!!“, - წერს კომპოზიტორი.

ნიკოლოზ რაჭველი, რომლის ნამდვილი სახელი - ნიკოლოზ მემანიშვილია, ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია.

სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ეწევა მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიზაციო საქმიანობას. 2001 წელს გადაეცა კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.

თემები:
საქართველო და კულტურა (150)

მთავარი თემები