ცნობილი გერმანელი მევიოლინე საქართველოში მუსიკალურ ფესტივალს გახსნის

© AP Photo / Marcio Jose Sanchezვიოლინო
ვიოლინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საქართველოში საინტერესო სიახლეები ელოდება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს ცნობილი მევიოლინე კოლია ბლახერის კონცერტით გაიხსნება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

„მუსიკა და ზღვა“: ქართველი სტუდენტები საბერძნეთში ფესტივალის ტრიუმფატორები გახდნენ >>

საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს ფესტივალის ძველი მეგობარი, დირიჟორი ისრაელიდან არიელ ცუკერმანი. ღონისძიების ძირითადი ნაწილი, ტრადიციულად, გაიმართება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

წელს ფესტივალის პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა - სემინარი „საუბრები მუსიკაზე“. კლასიკური მუსიკის მოყვარულთ შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ პროფესიონალ მუსიკოსებს, კრიტიკოსებსა და ხელოვნებათმცოდნეებს და ისაუბრონ მუსიკაზე, მის ტრანსფორმაციასა და სიახლეებზე. პირველი შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ქართველი კულტუროლოგები ზურაბ ქარუმიძე და ზაზა შათირიშვილი.

„თბილისობა - Sputnik საქართველო
„თბილისობა 2019" 5-6 ოქტომბერს გაიმართება

ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგება მუსიკოსების რამდენიმე თაობა: პიანისტი ელისო ვირსალაძე, ვიოლონჩელისტი ალექსანდრე ბუზლოვი, დავით იოსტრახის სიმებიანი კვარტეტი, მევიოლინე მიურა ფუმიაკი, გორის ქალთა კამერული გუნდი, პიანისტი ნიკოლოზ ნამორაძე და ასევე თურქი პიანისტი ჯან კაჩმური და, რაღა თქმა უნდა, მსმენელი მოუთმენლად ელის ახალგაზრდა „ქართველი მოცარტის“, ცოტნე ზედგინიძის გამოსვლას.

მუსიკალური ფესტივალი თელავში 29 სექტემბრამდე გაგრძელდება და გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0