საქართველომ 2020 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევა დაიწყო

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროვიზია 2019
ევროვიზია 2019 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვოკალური შოუ „რანინა" ჟიურისა და ტელემაყურებლის მეშვეობით ქვეყნის საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელს არჩევს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ვოკალურ შოუ „რანინაში" მონაწილეობისთვის კასტინგი გამოცხადდა. პროექტის გამარჯვებული, ტრადიციულად, ქვეყანას სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზიაზე" წარადგენს.

წელს საქართველო „საბავშვო ევროვიზიაზე" პოლონეთის ქალაქ გლივიცაში 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა წარადგინა და მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსში პოლონელმა ვიკი გაბორმა გაიმარჯვა.

„ევროვიზია-2019“-ის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი ვიკი გაბორი. - Sputnik საქართველო
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ზედიზედ მეორედ პოლონეთმა გაიმარჯვა

შოუ „რანინას" მესამე სეზონის შესარჩევი ტურები საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრისთვის გამოაცხადა. შერჩევა 12:00 საათზეა დანიშნული. კასტინგში მონაწილეობა შეუძლიათ 8-დან 14 წლამდე შემსრულებლებს.

გასულ წელს „რანინას" კონკურსანტები სამი თვის განმავლობაში გამოდიოდნენ დიდ სცენაზე, მღეროდნენ ცოცხლად ორკესტრის ან მუსიკალური ბენდის თანხლებით, ან დუეტში ქართული ესტრადის პოპულარულ შემსრულებლებთან ერთად. შოუ მიჰყავდა პიანისტ დათუნა ალადაშვილს.

ორგანიზატორები მესამე სეზონის დეტალებზე და სიახლეებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

საბავშვო ევროვიზია 2019: სიმღერის კლიპი, რომლითაც საქართველო კონკურსზე წარდგება>>

სიმღერის მე-18 კონკურსი „საბავშვო ევროვიზია 2020" მომავალი წლის ნოემბერში გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა დაახლოებით 2020 წლის დადგომისას გახდება ცნობილი. 2019 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, შოუს ჩასატარებლად კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი ხუთმა ქვეყანამ გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0