00:38 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
თბილისი

საქართველოში რუსული კინოს კვირეულზე დანელიასა და ხუციევის ხსოვნის დღეები გაიმართება

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (607)
76 0 0

კინომანები შეძლებენ როგორც კლასიკოსების შედევრების ნახვას, ისე რუსული კინემატოგრაფიის სიახლეების გაცნობას.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისსა და ბათუმში 22-28 ნოემბერს გაიმართება რუსული ფილმების კვირეული, რომელზეც წელს გარდაცვლილი ორი თბილისელის, გამოჩენილი რეჟისორების, ლეგენდარული გიორგი დანელიასა და მარლენ ხუციევის ხსოვნის დღეები ჩატარდება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კლუბში".

„მთელი ღამე ვტიროდი...“ - კიკაბიძე დანელიას გარდაცვალების შესახებ>>

კინოჩვენებების პროგრამაშია როგორც კლასიკოსების შედევრები, ისე რუსული კინოს სიახლეები.

კინოფილმებს შორისაა ვალერი ტოდოროვსკის „ოდესა", სერგეი ლივნევის „ვან გოგი". კირილ სერებრენიკოვის „ზაფხული", გიორგი დანელიასა და ტატიანა ილინას „კუ! ქინ-ძა-ძა", ასევე უბერებელი კლასიკა – დანელიას „ოცდაცამეტი" და ხუციევის „ივლისის წვიმა".

ფილმების წარმოსადგენად საქართველოს სპეციალურად ეწვევიან მსახიობი ელენა კორენევა, რუსეთის კინორეჟისორთა გილდიის დირექტორი იგორ სტეპანოვი და კინომცოდნე ალექსანდრ ჟუკოვი.

კვირეული გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე გიორგი დანელიასა და მარლენ ხუციევისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნება.

ღირსეული და საიმედო კაცი – მარლენ ხუციევი>>

„საღამოში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის სახალხო არტისტები სტანისლავ ლუბშინი, დმიტრი ხარატიანი, მსახიობი ვალენტინა ტიტოვა. ქართული მხრიდან ელოდებიან ნანი ბრეგვაძესა და კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას, მსახიობსა და რეჟისორს გოგი ქავთარაძეს და მსახიობსა და მომღერალ ვახტანგ კიკაბიძეს", – განაცხადეს „რუსკი კლუბში".

ამას გარდა, კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რეჟისორ ევგენი შელიაკინის კომედიური ფილმის „როგორც ახალი" საერთაშორისო პრემიერა. ფილმს მაყურებელს წარუდგენენ პროდიუსერი ვასილი სოლოვიოვი და მთავარი როლის შემსრულებელი, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი.

კვირეული ბათუმში დაიხურება, სადაც აჩვენებენ ფილმს „ოცდაცამეტი". სურათს მაყურებელს წარუდგენს გიორგი დანელიას ქვრივი, კინორეჟისორი გალინა დანელია.

ღონისძიების ორგანიზატორია საპროდიუსერო ცენტრი М Премьера, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია მოსკოვის პრემიის ლაურეატი ვიაჩესლავ შმიროვი. მხარდამჭერია „რუსკი კლუბი".

თემები:
საქართველო და კულტურა (607)

მთავარი თემები