02:54 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
„სუხიშვილები“ ბოდრუმში საერთაშორისო ფესტივალზე

„სუხიშვილები“ თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

© photo: Sukhishvilebi / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (539)
9010

საქართველოში პოპულარული მუსიკოსები და მოცეკვავეები წარდგებიან კონცერტზე, რომელიც შეჭირვებული თბილისელების დასახმარებლად იმართება

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ქართული საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 15 დეკემბერს  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2019 წლის დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ფონდის დირექტორმა გიორგი რიჟმაძემ.

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა >>

მისი თქმით, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა გადაეცემა უფასო სასადილოს, რომელიც თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში ფუნქციონირებს. სასადილო საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გულმა“ ექვსი წლის წინ გახსნა.

„ყოველდღიურად ამ სასადილოში 200-მდე სოციალურად დაუცველ ადამიანს კვებავენ. მაგრამ ყველა მსურველისთვის სახსრები არ ყოფნის. ჩვენ გადავცემთ მათ შეგროვილ თანხას, რათა შეძლონ მარაგის გაკეთება და უფრო მეტს დაეხმარონ, სტუმრების რაოდენობა 300-350-მდე გაზარდონ“, - გვიამბო რიჟმაძემ.

ვალერიან შიუკაშვილი თავის დაბადების დღეზე უფასო კონცერტს გამართავს >>

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი „33ა“ და პოპულარული ბენდი „რეგეონი“ (REGGAEON).

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის ყველა თანამშრომელი უფასოდ მუშაობს.

თემები:
საქართველო და კულტურა (539)

მთავარი თემები