ვალერიან შიუკაშვილი თავის დაბადების დღეზე უფასო კონცერტს გამართავს

© photo: Valerian Shiukashvili / FBვალერიან შიუკაშვილი
ვალერიან შიუკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასწრება შესაძლებელია მოსაწვევით, რომლის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქართველი პიანისტი, საქართველოს ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი ვალერიან შიუკაშვილი თავის დაბადების დღეს - 14 ნოემბერს წარდგება საკონცერტო პროგრამით Birthday Concert, ნათქვამია მუსიკოსის Facebook-გვერდზე.

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა >>

კონცერტი გაიმართება თბილისში, ეროვნული სასახლის საკონცერტო დარბაზში. აღსანიშნავია, რომ კონცერტზე დასწრება შესაძლებელია მოსაწვევებით, რომლებიც უფასოდ რიგდება. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 577 55 45 54. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა

ვალერიან შიუკაშვილი – საქართველოს ხელოვნების აკადემიის დამაარსებელი და რექტორი, 1975 წლის 11 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა 12 წლისამ დაიწყო. თავისი პირველი და მთავარი პრიზი მუსიკოსმა 1992 წელს ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე მიიღო. 2003 წელს მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

მუსიკოსი მუდმივად დადის გასტროლებზე, კონცერტებსა და მასტერ-კლასებს მართავს ევროპის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.

საქართველოს ხელოვნების აკადემია 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის ნიჭიერ ბავშვებს ეხმარება, განავითარონ საკუთარი ნიჭი, ამზადებს მათ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე გამოსვლისთვის. ვალერიან შიუკაშვილის სახელი შესულია წიგნში „XXI საუკუნის ვარსკვლავები".

ყველა ახალი ამბავი
0