თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ქართული საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2019 წლის დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ფონდის დირექტორმა გიორგი რიჟმაძემ.
გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა >>
მისი თქმით, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა გადაეცემა უფასო სასადილოს, რომელიც თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში ფუნქციონირებს. სასადილო საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გულმა“ ექვსი წლის წინ გახსნა.
„ყოველდღიურად ამ სასადილოში 200-მდე სოციალურად დაუცველ ადამიანს კვებავენ. მაგრამ ყველა მსურველისთვის სახსრები არ ყოფნის. ჩვენ გადავცემთ მათ შეგროვილ თანხას, რათა შეძლონ მარაგის გაკეთება და უფრო მეტს დაეხმარონ, სტუმრების რაოდენობა 300-350-მდე გაზარდონ“, - გვიამბო რიჟმაძემ.
ვალერიან შიუკაშვილი თავის დაბადების დღეზე უფასო კონცერტს გამართავს >>
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი „33ა“ და პოპულარული ბენდი „რეგეონი“ (REGGAEON).
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის ყველა თანამშრომელი უფასოდ მუშაობს.