სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს ქართული ანსამბლები გახსნიან

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoსტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსები ქართულ და უცხოურ სიმღერებს განსაკუთრებული, ორიგინალური არანჟირებით შეასრულებენ, რაც ანსამბლებმა საფრანგეთში გამოსვლისთვის სპეციალურად მოამზადეს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ანსამბლები The Georgian Six და აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს (The World Forum for Democracy 2019) გახსნიან, რომელიც სტრასბურგში (საფრანგეთი) 6-8 ნოემბერს გაიმართება, იუწყება პირველი არხი.

მუსიკოსები ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს განსაკუთრებული, ორიგინალური არანჟირებით შეასრულებენ, რომელიც სპეციალურად საფრანგეთში გამოსვლისთვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირიჟორმა ზვიად ბოლქვაძემ მოამზადა.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა იაპონელებს ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

გახსნის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა 100-ზე მეტ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი 2017 წელს ასევე ქართულმა სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ" გახსნა.

ამას გარდა, 7 ნოემბერს აფხაზეთის საგუნდო კაპელა სოლო კონცერტით გამოვა სტრასბურგის Respire Temple Neuf-ის ტაძარში, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი 2012 წლიდან იმართება და ის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განიხილონ რთული პრობლემები, რომლებიც დემოკრატიული ქვეყნების წინაშე დგას, ხელი შეუწყონ დემოკრატიულ ინოვაციებს. ფორუმი, რომელიც ტარდება სტრასბურგში და რომელსაც იღებს ევროპის საბჭო, ღიაა პოლიტიკური კვლევების სკოლების სწავლების ყოველწლიურ ციკლებში მონაწილე მსმენელისთვის, ასევე სხვა სამოქალაქო ინიციატივების მონაწილე ახალგაზრდებისთვის.

„შავნაბადა - Sputnik საქართველო
„შავნაბადა" ხელოვნების მასშტაბურ ფესტივალზე მექსიკაში მიემგზავრება

ფორუმი აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ბიზნესის, სამეცნიერო წრეების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს. პლენარულ სხდომებთან, ლაბორატორიებთან, საუბრებთან და დისკუსიებთან ერთად პოლიტიკური კვლევების სკოლების კურსდამთავრებულებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღონ ქსელურ ღონისძიებებში.

წელს ფორუმი მიეძღვნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის საკითხებს, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის არის აუცილებელი. ფორუმის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ მასმედიის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე და ჟურნალისტების დაცვაზე.

„სუხიშვილებმა“ ბოდრუმში ნამდვილი ფურორი მოახდინეს: ვიდეო კონცერტიდან>>

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს 200-ზე მეტი პოლიტიკოსი, აქტივისტი, ექსპერტი, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან. აქედან 47 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ექვსი – დამკვირვებელი ქვეყანა.

ყველა ახალი ამბავი
0