ზურაბიშვილმა იაპონელებს ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

© photo: The Administration of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი იაპონიაში
სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კომპოზიტორების ოპერები შეიძლება იაპონიის სცენაზე გააცოცხლონ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტის დროს კომპანია Japan Arts-ის პრეზიდენტ ჯუნიჩი ნიჰეიმთან გამართა შეხვედრა და ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი და იასუჰირო იამაშიტასი - Sputnik საქართველო
რას დაჰპირდა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში 20 ოქტომბერს ჩავიდა და იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტი 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომპანია Japan Arts-ი 40 წელზე მეტია ქვეყანაში იაპონური კულტურის პოპულარიზაციითა და კულტურული ღონისძიებების გამართვითაა დაკავებული. ზურაბიშვილმა ჯუნიჩთან საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობებისა და ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.

„ოპერისა და ბალეტის შესახებ საუბრისას საუკეთესო შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ქართული ოპერის ნაწყვეტს. ჩვენ ვმუშაობთ ქართველ სოლისტებთან, მათ შორის, დიდ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან. ჩვენი სურვილია, რომ მსგავსი ურთიერთობები მომავალშიც განვავითაროთ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჯუნიჩი ნიჰეიმმა.

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ასევე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ იასუჰირო იამაშიტას. მხარეებმა ისაუბრეს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, რომლებიც ტოკიოში გაიმართება, ასევე საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობაზე სპორტის სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0