12:20 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
„სუხიშვილების“ გამოსვლა ბოდრუმში

„სუხიშვილებმა“ ბოდრუმში ნამდვილი ფურორი მოახდინეს: ვიდეო კონცერტიდან

photo: Sukhishvilebi / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (614)
68520

რიგით მე-17 ფესტივალი 3 აგცვისტოს დაიწყო. კონცერტები უშუალოდ ბოდრუმის ციხესიმაგრეში მოწყობილ სცენაზე ტარდება. 

თბილისი, 9 აგვისტო − Sputnik.ქართული ეროვნული ბალეტის„, სუხიშვილების“ გამოსვლამ ნამდვილი ფურორი მოახდინა ბალეტის საერთაშორისო ფესტივალ 17th International Ballet Festival-ზე ბოდრუმში.

რიგით მე-17 ფესტივალი 3 აგცვისტოს დაიწყო. კონცერტები უშუალოდ ბოდრუმის ციხესიმაგრეში მოწყობილ სცენაზე ტარდება. 

„სუხიშვილები“ პუბლიკის წინაშე ორჯერ, 6 და 7 აგვისტოს წარსდგა და თავისი საუკეთესო ნომრები წარმოადგინა ტრადიციული საგასტროლო პროგრამიდან.

„ქართულმა ანსამბლმა ბოდრუმელ მაყურებელს ქართველი ხალხის ომის, ჰეროიზმისა და სიყვარულის ისტორის წარმოუდგინა“, — ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.  

ფესტივალი ბოდრუმში 3 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი საცეკვაო კოლექტივების საკონცერტო პროგრამები.

შემდეგ კონცერტს „სუხიშვილები“ 10 აგვისტოს გამართავს ბათუმში, შემდეგ კი ბუდაპეშტში გაემგზავრება გასტროლებზე.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (614)

მთავარი თემები