სოხუმის შუქურას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოწერა
სოხუმის შუქურასთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ რვა ისტორიულ ობიექტს მიენიჭა

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რამდენიმე ისტორიულ ნაგებობას, მათ შორის სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე.

სოხუმის შუქურა არის სანავიგაციო ნაგებობა, რომელმაც ფუნქციონირება 1864 წლის 14 აპრილს დაიწყო. ის მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. სოხუმის შუქურას სახელი გავრცელდა ქალაქის რაიონზე, რომელიც მის გარშემო მდებარეობს.

წმიდა გიორგი ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
პირველი რესპუბლიკის გერბსა და დროშას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

სოხუმის შუქურასთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა კიდევ რვა ისტორიულ ობიექტს: ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთს, წულუკიძეების კარ-მიდამოს ონში, სოსო ზვიადაურის სახლს დუშეთში, ისიდორიანთ (წმ. ნინოს) საყდარს კასპში, ცეცხლისჯვრის კომპლექსს სოფელ სეთურებში დუშეთში, საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას სენაკში, „ძველ სკოლას“ დუშეთში, წედისის ციხის კომპლექსს გორის მუნიციპალიტეტში.

ბრძანებას უძრავი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ხელი მოაწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ.

დოკუმენტი ავალებს სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს აღნიშნული ობიექტები ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახოს.

ყვარელში არქეოლოგებმა ადრექრისტიანული ბაზილიკის საიდუმლო ამოხსნეს >>

სააგენტოს დირექტორის ბრძანება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0