პირველი რესპუბლიკის გერბსა და დროშას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnikწმიდა გიორგი ძეგლი თბილისში
წმიდა გიორგი ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წლის 27 დეკემბერს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik.  საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს (1918−1921 წწ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოაწერა.

© photo: Georgian Heritage / FBსაქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი
პირველი რესპუბლიკის გერბსა და დროშას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წლის 27 დეკემბერს.

გერბი შექმნილია საქართველოში მოღვაწე მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ, ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით. გერბი წარმოადგენს ქართულ (მრგვალ) ფარს, რომელიც მოთავსებულია ქართულსავე, ორნამენიტრებულ შვიდქიმიან ვარსკვლავში. ფარზე, დაბლა, გამოსახულია შავ ფერში მთა (კავკასიონი), რომელზეც თეთრი მხედარია აღმართული, შეყენებულ თეთრსავე რაშზე (წმინდა გიორგი). თუმცა მას არ აქვს ტრადიციული შარავანდედი თავზე და ის არავის ებრძვის.

გერბი რესპუბლიკის სიმბოლო იყო საქართველოს გასაბჭოებამდე, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინსიგნია ემიგრაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0