10:58 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ადრექრისტიანული ბაზილიკა

ყვარელში არქეოლოგებმა ადრექრისტიანული ბაზილიკის საიდუმლო ამოხსნეს

photo: Georgian National Museum
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (46)
140 0 0

აღმოჩენილი ბაზილიკა აშენდა კიდევ უფრო ძველი IV საუკუნის ტაძრის ადგილზე, რომელიც მიწისძვრის შედეგად განადგურდა.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა ადრექრისტიანულ ბაზილიკაში აღმოაჩინეს კრიპტა მე-5 საუკუნის მიწისქვეშა კატაკომბებით, რომელშიც დაკრძალულია ადგილობრივი დიდგვაროვნების ნაშთები, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.

ლუსკუმებში ნაპოვნი ნაშთების რადიოკარბონული ანალიზის საფუძველზე დადგინდა არამარტო დაკრძალვის ზუსტი თარიღი, არამედ ნათელი მოეფინა უძველესი სატაძრო კომპლექსის ბაზილიკის ისტორიას, რომელშიც აღმოაჩინეს კრიპტა.

როგორც აღნიშნავენ მეცნიერები, ყვარლის რაიონში მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაზილიკა აგებულია IV –V საუკუნეების მიჯნაზე და განეკუთვნება ადრექრისტიანულ ტაძრებს, რომელიც რომაულ-ადრებიზანტიურ არქიტექტურულ კომპლექსებში იყო გავრცელებული.

თუმცა, ეს არ ყოფილა ბოლო აღმოჩენა, რომელიც მეცნიერებმა გააკეთეს. როგორც გაირკვა, აღმოჩენილი ბაზილიკა აგებულია კიდევ უფრო ძველი - IV საუკუნის ტაძრის ადგილას, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ახალმა ტაძარმა მთლიანად შეავსო შიდა ეზო და ის სატაძრო კომპლექსის ყველა დანარჩენ ნაგებობაზე 18 მეტრით მაღლა იყო აღმართული. მეცნიერთა თვალსაზრისით, ასეთი იყო ავტორის ჩანაფიქრი.

ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს >>

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ყვარლის მუნიციპალიტეტის მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილი დიდი სატაძრო კომპლექსის შესწავლით 2006 წლიდან არის დაკავებული. ეს ტერიტორია ადრეული შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება და ძველი ანტიკური ქალაქ ნეკრესის ნაწილი იყო.

2012 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოების დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (46)

მთავარი თემები