ვანში ახალი არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნება

© Municipal Development Fund of Georgiaვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმი
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და მას აქვს პრეტენზია, რომ რეგიონში საუკეთესო მუზეუმი იყოს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მალე იმერეთში, ქალაქ ვანში ახალი არქეოლოგიური მუზეუმი გაჩნდება, მისი მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.

ვანში უკვე არის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც 1985 წელს დაარსდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. ოთარ ლორთქიფანიძეს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ვანის ნაქალაქარის კვლევასა და, საერთოდ, ქართულ არქეოლოგიაში. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს.

რაჭა - Sputnik საქართველო
ონში მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი აშენდება

2012 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აშენებულიყო უფრო მასშტაბური შენობა.

პროექტის ღირებულებაა 19 მლნ ლარი. მას აფინანსებენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მსოფლიო ბანკი.

ახალ შენობასთან ერთად მუზეუმს ექნება თავისი ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, ოფისი და მუზეუმამდე მისასვლელი ახალი გზა.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი. ამასთან, მას აქვს პრეტენზია, რომ რეგიონში საუკეთესო მუზეუმი იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0