12:47 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
ალექსანდრა ზახვატკინა

„როდის დაბრუნდება ნინო“ – რუსმა ქალმა ქართველ მამაკაცზე ფილმი გადაიღო და ჯილდო დაიმსახურა

© photo: Alexandra Zakhvatkina / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (540)
21630

თავდაპირველად ავტორს სურდა ფილმის გადაღება მატარებელზე, მაგრამ გამცილებლის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. რუსი რეჟისორის, ჟურნალისტისა და დიზაინერის ალექსანდრა ზახვატკინას დოკუმენტურმა ფილმმა „როდის დაბრუნდება ნინო“, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, რუსეთის კინოფესტივალზე „სიყვარული ყველა გულში“ პრიზი მიიღო. ფესტივალი 27 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.

მეტი ტექნიკა – „ფორსაჟის" გადაღებებში ვერტმფრენიც ჩაერთვება >>

„სიყვარული ყველა გულში“ – საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელზეც წარმოდგენილია ფილმები სიყვარულზე. ის ქალაქ ძერჟინსკში მესამედ ჩატარდა. პროგრამაში იყო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ვიდეოკლიპები, დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური ფილმები და სატელევიზიო ჩანახატები.

კუკუშკა მატარებელი
"კუკუშკა" მატარებელი

ფილმი „როდის დაბრუნდება ნინო“ 2018 წელს გადაიღეს. თავდაპირველად რეჟისორს ჩაფიქრებული ჰქონდა ფილმის გადაღება მატარებელზე, რომელიც ბორჯომსა და სამთო–სათხილამურო კურორტ ბაკურიანს შორის მოძრაობს და რომელსაც საქართველოში „კუკუშკას“ ეძახიან. მაგრამ მატარებლის გამცილებლის, ვახტანგ მორჩილაძის გაცნობის შემდეგ რუსმა რეჟისორმა გადაწყვიტა, მამაკაცი ფილმის მთავარ გმირად გამოეყვანა. შედეგად სურათმა დაიმსახურა პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.

„საქმე ისაა, რომ დოკუმენტურ ფილმებს, როგორც წესი, არ აჯილდოებენ როლებისთვის: იქ ხომ უბრალო ადამიანები არიან ნაჩვენები, ისინი კი არ თამაშობენ, არამედ ცხოვრობენ. ვახტანგიც ძალიან უბრალოდ და გულწრფელად ცხოვრობს ამ ჩვენს 32 კინოწუთში. ჩემმა გმირმა ყველა მოხიბლა... ქართველებს ამის უნარი აქვთ“, – წერს ალექსანდრა ზახვატკინა Facebook-გვერდზე.

ვახტანგი ჩვეულებრივი ქართველი მშრომელი ადამიანია. მისი მეუღლე ნინო იძულებული იყო, სამუშაოს საძიებლად საბერძნეთში წასულიყო, რათა ოჯახი გამოეკვება და ვალები გაესტუმრებინა. აღმასრულებლები კი მათ ართმევენ ბინას, სადაც ვახტანგი ვაჟთან, რძალთან და ახლად დაბადებულ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ალექსანდრა აღნიშნავს, მისი, როგორც რეჟისორის წინაშე იდგა ამოცანა, ეჩვენებინა შეულამაზებელი საქართველო, ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, ქართული ღვინისა და ტრადიციული პურმარილის შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპების გარეშე.

ფილმს „საქართველო - ღვინის სამშობლოა“ საფრანგეთში მაღალი შეფასება მისცეს >>

ზახვატკინას სიტყვებით, ფილმის ჩვენების შემდეგ ფესტივალის სტუმრებმა მას გაუმხილეს, რომ მათ, როგორც წესი, აცნობენ „მხიარულ, ლამაზ საქართველოს, ღვინითა და მწვადით“.

„გამეღიმა: ჩემს ფილმშიც არის ღვინო. მაგრამ მივხვდი, რაზეცაა საუბარი. ჩემს კინოში ღვინის გარდა არის მიტოვებული ქარხანა, ჩვეულებრივი ბინა, ადამიანები უბრალო სამოსში, რომლებიც ზოგჯერ ოხრავენ, მდუმარედ გაჰყურებენ სივრცეს, ეწევიან, შედიან გაპარტახებულ სადარბაზოებში, ყიდულობენ იაფფასიან პურს, ათვალიერებენ ძველ ფოტოალბომებს და დარდობენ“, – ამბობს ავტორი.

ალექსანდრა ზახვატკინა ფიქრობს, რომ ფილმში „როდის დაბრუნდება ნინო“ მან მოახერხა ადამიანის ცხოვრების ჩვენება ისე გულწრფელად და შეულამაზებლად, თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. თუმცა, რეჟისორის თქმით, არც გეგმა ყოფილა და არც სცენარი. იყო მხოლოდ დაქირავებული კამერა, კეთილი ადამიანების ფული და ბორჯომის მიკროავტობუსის ბილეთი.

ალექსანდრა ზახვატკინას დოკუმენტური ფილმის „როდის დაბრუნდება ნინო“ ნახვა შესაძლებელია აქ.

ფესტივალის „სიყვარული ყველა გულში“ ორგანიზატორია მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის მოღვაწეთა კავშირი, მოსკოვის ოლქის კულტურის სამინისტრო და ძერჟინსკის ადმინისტრაცია.

თემები:
საქართველო და კულტურა (540)

მთავარი თემები