18:12 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ღვინის ფესტივალი გურჯაანში

გართობა და დეგუსტაცია: გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Denis Aslanov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (464)
61 0 0

ფესტივალზე შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა კუთხის ღვინის დაგემოვნება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. გურჯაანში 12 ოქტომბერს ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გაიმართება – სტუმრებს 200-ზე მეტი მწარმოებლის პროდუქციასა და საინტერესო გასართობ პროგრამას შესთავაზებენ, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ტრადიციული ღვინის ფესტივალი ახტალის პარკში უკვე მესამედ ჩატარდება. სტუმრები სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც კომპანიებში, ისე ოჯახში დაყენებული ღვინო საქართველოს ყველა კუთხიდან.

ღვინის გარდა, ფესტივალზე ასევე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნოგრაფიული ექსპოზიცია, ხელნაკეთი ნამუშევრების ბაზრობა და თემატური საავტორო სუვენირები.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ ჩურჩხელის დამზადება. მსურველები დაწურავენ ყურძენს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეჯიბრებასა და გასართობ თამაშში.

გარდა ამისა, ფესტივალის ორგანიზატორები მოაწყობენ ისტორიულ და კულინარიულ პავილიონებს. საღამოს კი გაიმართება გალა-კონცერტი – სცენაზე გამოვა თბილისის ჯაზ-ორკესტრი „ბიგ ბენდი".

რთველი 2019-ის მოლოდინში: იქნება ბევრი ყურძენი და ნაკლები ღვინო>>

ღვინის ფესტივალი ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით.

თემები:
საქართველო და კულტურა (464)

მთავარი თემები