კორეაში ქართული ქარვისფერი ღვინოები დააგემოვნეს: სპეციალური დეგუსტაცია

© photo: LEPL National Wine Agency of Georgia / FBქარვისფერი ღვინის დეგუსტაცია კორეაში
ქარვისფერი ღვინის დეგუსტაცია კორეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეგუსტაცია დეჯონში გამართული ღვინის კონკურსის Asia Wine Trophy-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში ქარვისფერი ღვინოების სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

ღონისძიებაზე საქართველოდან და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან (იაპონია, ხორვატია, ახალი ზელანდია, იტალია, სლოვენია) 12 ქარვისფერი ღვინო იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციას ესწრებოდნენ ცნობილი ღვინის მწერლები, იმპორტიორები და სომელიეები – სულ ასამდე ღვინის პროფესიონალი. დეგუსტაციის შემდეგ გაიმართა მსჯელობა, თუ რა პერსპექტივა აქვს კორეის ბაზარზე ქარვისფერ ღვინოებს, 12 დეგუსტატორს კი საპატიო სერტიფიკატები გადაეცა.

დეგუსტაცია დეჯონში გამართული ღვინის კონკურსის Asia Wine Trophy-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

Asia Wine Trophy, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინის კონკურსად მიიჩნევა, ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით უკვე მეშვიდედ გაიმართა. მასზე მსოფლიოს 35 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდა 127 ღვინის პროფესიონალი მსოფლიოს 26 ქვეყნიდან.

აღნიშნული ღონისძიება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ნაწილია, რომლის მიზანია კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და, შესაბამისად, ექსპორტის გაზრდა.

საქართველო ასევე საპატიო სტუმრის რანგში იყო მიწვეული დეჯონის ღვინის ფესტივალის გახსნაზე, რომელშიც დეჯონის მთავრობის წარმომადგენლები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ღვინის პროფესიონალები მონაწილეობდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0