ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე ბათუმში „ღამის სერენადებს“ გახსნის

© courtesy of Sandro Nebieridzeქართველი პიანისტი სანდრო ნებიერიძე
ქართველი პიანისტი სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების შედევრები აჟღერდება

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე გახსნის ცნობილი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის XI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „ღამის სერენადებს“, უამბეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

ბათუმის საზაფხულო თეატრი - Sputnik საქართველო
ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება

კონცერტზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებულ შენობაში გაიმართება, აჟღერდება პეტრე ჩაიკოვსკის „სერენადა“, სამუელ ბარბერის „ადაჟიო“ სიმებიანი ორკესტრისთვის და დმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი №1.

პირველ კონცერტზე სოლო პარტიას შეასრულებს ქართველი მესაყვირე დავით შამანაური.

ფესტივალის მომდევნო დღეებში, 27 და 28 აგვისტოს საფესტივალო სცენაზე წარდგებიან კლასიკური მუსიკის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო), ნინო სურგულაძე, ანა-ლიზა ბეზროდნაია (ვიოლინო), იან-ერიკ გუსტაფსონი (ვიოლენჩელო), „ფორტე-ტრიო“ ყაზახეთიდან, დავით შამანაური (საყვირი), კონსტანტინე ვარდელის სიმებიანი კვარტეტი.

რომაელი ჯარისკაცები და გლადიატორები: ქართულ ციხე-სიმაგრეში რომის იმპერია ცოცხლდება >>

ფესტივალის ორი დამამთავრებელი დღე, 2 და 4 სექტემბერი უკვე თბილისში გაგრძელდება — სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

ბათუმი - Sputnik საქართველო
თბილი სექტემბერი ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფონზე

მუსიკოსები ფესტივალზე, ტრადიციულად, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ორკესტრის, „საქართველოს ვირტუოზების“ თანხლებით წარდგებიან. ფესტივალის დირიჟორები იქნებიან ვახტანგ მაჭავარიანი და პანტელის კოგიამისტი (საბერძნეთი).

შესრულდება ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, ბარბერის, შოსტაკოვიჩისა და ვივალდის შედევრები. 28 ივლისს კონცერტი მთლიანად XX საუკუნის კომპოზიტორების შემოქმედებას მიეძღვნება. ესენი არიან: ბენჯამინ ბრიტენი, პაბლო დე სარასატე, სულხან ცინცაძე და ვაჟა აზარაშვილი.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა — ამჯერად, აჭარაში.

ყველა ახალი ამბავი
0