02:49 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
სვანეთი

კლასიკა მთაში – საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები კლასიკურ კონცერტებს უმასპინძლებენ

photo : courtesy of Faig Huseynov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (375)
46 0 0

ღონისძიება 4 სექტემბერს მესტიაში დაიწყება და 10 სექტემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასრულდება.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კლასიკური მუსიკის კონცერტებს მაღალმთიან რეგიონებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა" გამართავს.

გუდაურში ლიტერატურულ-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება>>

ღონისძიების ფარგლებში შესრულდება ბ. ბრიტენის, ა. მაჭავარიანის, ს. ცინცაძის, ვ. აზარაშვილის ნაწარმოებები.

ღონისძიება ოთხ სექტემბერს მესტიაში დაიწყება, მოიცავს ლატალს, ონს, ლენტეხს, ცაგერს და 10 სექტემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასრულდება.

თემები:
საქართველო და კულტურა (375)

მთავარი თემები