გუდაურში ლიტერატურულ-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnikგუდაური ზაფხულში
გუდაური ზაფხულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ლიტერატურის განვითარების შესახებ საზოგადოების წინაშე ანა კორძაია−სამადაშვილი წარდგება, რომელიც 2017 წლის საუკეთესო ქალ ავტორად დასახელდა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ვერსიით.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. „ლიტფესტივალი გუდაური 2019“, რომელიც არა მარტო წიგნის, არამედ მუსიკის მოყვარულებსაც დააინტერესებთ, 7 სექტემბერს ჩატარდება გუდაურში, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
მთის ფესტივალი არხოტში: ხეობა უჩვეულო ღონისძიებებს უმასპინძლებს

ღონისძიების მასპინძელია მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე, რომელსაც ეკუთვნის რომანი „ღმერთი სამსახურშია“. „ლიტფესტი გუდაური 2019“-ის სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ: წიგნის ბაზრობა, თემატური სემინარები და ქართველი დიჯეების გამოსვლები.

ქართული ლიტერატურის განვითარების შესახებ საზოგადოების წინაშე ანა კორძაია−სამადაშვილი წარდგება, რომელიც 2017 წლის საუკეთესო ქალ ავტორად დასახელდა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ვერსიით.

ლექცია–მასტერ-კლასს ჩაატარებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან ბერძენიშვილიც.

„ფესტივალი გათვალისწინებულია პატარა დამთვალიერებლებისთვისაც. საბავშვო სივრცეში ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ასე რომ, გელოდებით მთელი ოჯახით“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

თბილისიდან ტრანსპორტირებას მთის კურორტების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0