თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კლასიკური მუსიკის კონცერტებს მაღალმთიან რეგიონებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა" გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდება ბ. ბრიტენის, ა. მაჭავარიანის, ს. ცინცაძის, ვ. აზარაშვილის ნაწარმოებები.
ღონისძიება ოთხ სექტემბერს მესტიაში დაიწყება, მოიცავს ლატალს, ონს, ლენტეხს, ცაგერს და 10 სექტემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასრულდება.