„გამაოგნებლად ნიჭიერი": ქართველი მსახიობი კანში შეაფასეს

© photo: And then we danced / FBლევან გელბახიანი
ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გელბახიანი სტილის შესახებ ამერიკულ ჟურნალში W კინოს ისეთ ვარსკვლავებთან ერთად მოხვდა, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი და ბილ მიურეი.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარ როლს ასრულებს, კანის საერთაშორისო ფესტივალზე შეაფასეს.

სტილის შესახებ ამერიკული ჟურნალის W ავტორებმა ქართველი მსახიობი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

„კანის ფესტივალი ყოველ გაზაფხულზე ოფიციალურად წარმოდგენს ყველაზე დიდ ფილმებს, საუკეთესო სპექტაკლებს და ძირითადად ყველაფერ იმას, რაზეც კინოში წლის ბოლომდე ვილაპარაკებთ. და ყოველ ღამე ფესტივალის წითელ ხალიჩას ამშვენებენ ყველაზე ცნობილი რეჟისორები, მსახიობები, პოპ-ვარსკვლავები და მოდელები. აქვე გაგაცნობთ 2019 წლის ყველაზე გამაოგნებელ ტალანტებს", – ნათქვამია სტატიაში.

კანის ფესტივალი - Sputnik საქართველო
ქართული კინო კანის კინოფესტივალზე

კანის ფესტივალზე გაიმართა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" მსოფლიო პრემიერა, რომლის რეჟისორია ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი. სურათი ფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director's Fortnight იყო წარმოდგენილი.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.

კანი-2019-ის ვარსკვლავებს შორის შევიდნენ ასევე ბილ მიურეი, პრიანკა ჩოპრა, ნიკ ჯონსი, რობერტ ეგერსი, ბრაის დალას ჰოვარდი და სხვები.

„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება>>

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც მაისის ბოლოს საკურორტო ქალაქ კანში იმართება. ის ერთ–ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალია მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0