„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან "თეთრი ქარავანი"
კადრი ფილმიდან თეთრი ქარავანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის სტუმრები ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ლეგენდარულ ფილმს იხილავენ

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას კინოფილმს „თეთრი ქარავანი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ კვლავ აჩვენებენ. ფესტივალი 14–25 მაისს გაიმართება.

შავ–თეთრი ფილმი რეჟისორებმა „ქართული ფილმის“ კინოსტუდიაში 1963 წელს გადაიღეს. 1964 წელს ფილმი ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ამჯერად ლეგენდარულ ფილმს წარმოადგენენ სექციაში Cannes Classics.

© photo: Sputnik / Georgi Ter-Avanesov / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან „თეთრი ქარავანი"
„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან „თეთრი ქარავანი"

ფილმში „თეთრი ქარავანი“ მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, იმედა კახიანი და არიადნა შენგელაია. სცენარზე მუშაობდა მერაბ ელიოზიშვილი. ფილმი ნომინირებული იყო კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოზე. ლენინგრადში პირველ საკავშირო კინოფესტივალზე ფილმი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით ადამიანის შრომის პოეტური ასახვისთვის.

კანის ფესტივალი წელს

ფესტივალს გახსნის ჯიმ ჯარმუშის ფილმი „მკვდრები არ კვდებიან“.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმი შევიდა, მათ შორისაა პედრო ალმოდოვარის „ტკივილი და დიდება“, ჟან–პიერისა და ლუკა დარდენის „ახალაგაზრდა აჰმედი“, ქსავიე დოლანის „მატიასი და მაქსიმი“, ასევე ტერენს მალიკის, კენ ლოუჩის და სხვათა ახალი ფილმები.

კანის ფესტივალი - Sputnik საქართველო
ქართული კინო კანის კინოფესტივალზე

კონკურსგარეთ აჩვენებენ ფრანგი კლასიკოსის კლოდ ლელუშის „ცხოვრების საუკეთესო წელიწადს“, დექსტერ ფლეტჩერის „როკეტმენს“ და სხვა.

ამას გარდა, კანის ფესტივალზე გაიმართება წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორის, ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „შემდეგ ვცეკვავდით“ პრემიერა. ფილმი ფესტივალის ერთ–ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight შევიდა.

ქართულმა სარეკლამო ვიდეორგოლმა „მოსიარულე მკვდრები კახეთში“ „ინტერნეტის ოსკარი“ აიღო>>

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც მაისის ბოლოს საკურორტო ქალაქ კანში იმართება. ის ერთ–ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალია მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0