17:07 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
პრემია „ოქროს პეპელა

ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები: თბილისში ფესტივალი გაიმართება

© photo: Gold Butterfly / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (553)
94 0 0

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას 18 წლამდე ასაკის კინემატოგრაფისტები მიიღებენ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა" თბილისში 29 მაისს გაიხსნება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

რიგით მეათე ფესტივალი ოთხ დღეს გაგრძელდება და, ტრადიციულად, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

მონაწილეების შერჩევისას ორგანიზატორების მთავარი კრიტერიუმი ასაკობრივი ბარიერი იყო. რეჟისორების, ოპერატორების, სცენარისტებისა და გადაღების პროცესის მონაწილეთა ასაკი 18 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამებში კინოფესტივალის მონაწილეები წარმოადგენენ მათ მიერ დამოუკიდებლად შექმნილ ანიმაციურ, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს, რომელთა ქრონომეტრაჟი შვიდ წუთამდეა. გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში პროფესიული ჟიური გამოავლენს, მათ შორის, საუკეთესო სცენარის ავტორს, მსახიობს, რეჟისორს, მემონტაჟეს.

კინოფესტივალზე „ოქროს პეპელა" 2019 წელს უცხოელი მონაწილეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

„სულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 92 ფილმი, აქედან 47 უცხოური და 45 ქართული. ფილმებს პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელსაც კინოკრიტიკოსი ლუდმილა საენკოვა–მელნიცკაია (ბელარუსი) უხელმძღვანელებს", – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან თბილისის ევროპული სკოლა და კომპანია „ოქროს პეპელა", ხოლო მხარდამჭერები – ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაცია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, კინოსტუდია „ქართული ფილმი" და სხვ.

ორი ქართველი მწერალი ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზეა ნომინირებული>>

ფესტივალის ფარგლებში, კინოჩვენებების გარდა, ჩატარდება მასტერ-კლასები. ფესტივალის დეტალური პროგრამა ღონისძიების Facebook-გვერდზე მალე გამოქვეყნდება. „ოქროს პეპელა 2019"-ის პრომორგოლის ნახვა შესაძლებელია საიტზე.

საბავშვო ფილმების ფესტივალი „ოქროს პეპელა" 2011 წელს დაფუძნდა. კინოფორუმის მიზანია ნიჭიერი მოზარდებისა და მათი შემოქმედების გაცნობა.

თემები:
საქართველო და კულტურა (553)

მთავარი თემები