21:04 15 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
ყვავილების ყადიდვა თბილისში

გამოფენა „ბაუჰაუსელი ქალები“ თბილისში მაისში გაიხსნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (362)
140 0 0

თბილისში გამოფენა ბაუჰაუსის არტ-სკოლის ასი წლის იუბილეს ეძღვნება

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. გამოფენა „ბაუჰაუსელი ქალები“, რომელიც გერმანული არტ-სკოლა ბაუჰაუსის ისტორიაში მნიშვნელოვან ქალებს ეძღვნება, გოგლა ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის თბილისის სახელმწიფო მუზეუმში 2019 წლის 3 მაისს გაიხსნება.

ბაუჰაუსის ხელოვნებისა და დიზაინის ექსპერიმენტული სკოლა (Bauhaus) - ეს სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 1919 წელს გერმანიის ქალაქ ვაიმარში გაიხსნა. სინამდვილეში კი ბაუჰაუსი იყო კულტურული ფენომენი, რომელმაც თანამედროვე დიზაინს საფუძველი ჩაუყარა.

ვინ არიან ბაუჰაუსის ქალები?

მიუხედავად იმისა, რომ ბაუჰაუსი ცნობილია ვალტერ გროპიუსის, მის ვან დერ როეს, მარსელ ბრეიერის, ვილგელმ ვაგენფელდის და სხვა გამოჩენილი მამაკაცი დიზაინერებისა და არქიტექტორების სახელებით, ბევრის გასაკვირად, სკოლის აბიტურიენტებს შორის ქალები მამაკაცებზე მეტნი იყვნენ.

მსოფლიოში უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმს გადაიღებენ >>

სკოლის ხელმძღვანელი, არქიტექტორი ვალტერ გროპიუსი აცხადებდა: „ბაუჰაუსში სწავლა სქესთა აბსოლუტურ თანასწორობას გულისხმობს“. ამასთან თავდაპირველად გოგონებს სთავაზობდნენ აერჩიათ უფრო „ქალური“ დისციპლინები, როგორიც იყო საფეიქრო ოსტატობა, წიგნის აკინძვა და კერამიკა, მაშინ როდესაც მათი თანაკურსელი მამაკაცები ხელოვნებასა და არქიტექტურას ეუფლებოდნენ.

თუმცა ბაუჰაუსის ქალმა მოსწავლეებმა სკოლის წესების წინააღმდეგ გაილაშქრეს. მაგალითად, მხატვარი მარიანა ბრანდტი გახდა პირველი ქალი, რომელიც მეტალის დამუშავების მეცადინეობებზე დაუშვეს. ფეიქარმა ოტი ბერგერმა ბერლინში საკუთარი ატელიე გახსნა და ბაუჰაუსის ერთადერთი დიზაინერი გახდა, რომელმაც საკუთარ საფეიქრო ნიმუშებზე პატენტი მოიპოვა. გერტრუდა არნდტი და ლიუსია მოჰოლი წარმატებით დაეუფლნენ ფოტოგრაფიის ხელოვნებას, რომლითაც იმ დროს უმეტესად მამაკაცები იყვნენ დაკავებულნი. ანი ალბერსმა ქსოვილის შექმნა ხელოვნებად აქცია - ახლახან ლონდონის მუზეუმმა Tate Modern მას ვრცელი გამოფენა მიუძღვნა.

განათლებულნი და დამოუკიდებელნი

ყველა ეს მხატვარი, რომლებსაც „ბაუჰაუსის ქალები“ უწოდეს, თანამედროვე ქალის სახეს წარმოადგენს - განათლებულის, დამოუკიდებელისა და შემოქმედებითი ენერგიით სავსე პიროვნების. მოღვაწეობის 14 წლის განმავლობაში ბაუჰაუსის კედლებიდან გამოვიდა ბევრი ქალი, რომლებიც შემდგომში XX საუკუნის ისტორიაში საკვანძო ფიგურები გახდნენ.

წელს ბაუჰაუსი ასი წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება გამოფენა თბილისის მუზეუმში. პროექტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და გოეთეს ერევნის ცენტრი ახორციელებს.

გამოფენის ოფიცალური გახსნა 3 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. ექსპოზიცია 11 მაისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. მისამართი - თბილისი, გია ჭანტურიას, 8.

პროფესორი ულრიკე მიულერი გახსნის დღეს წაიკითხავს ლექციას „ბაუჰაუსელი ქალები და ფემინისტების გამოსვლა თანამედროვე ეპოქაში" და, აგრეთვე, ჩაატარებს გამოფენის ტურს.

ევროპის საუკეთესო არქიტექტურის წოდებისთვის რვა „ქართული“ შენობა იბრძვის >>

პროექტის ფარგლებში, 4 მაისს, 19:00 საათზე იქნება ნაჩვენები ფილმი Lotte am Bauhaus, რომელიც ბაუჰაუსის ქალებს ეძღვნება. ფილმი გერმანულენოვანია და ქართული სუბტიტრებით გავა.

თემები:
საქართველო და კულტურა (362)

მთავარი თემები