სარვამარტო კინოფესტივალი: თბილისში ფემინისტების ფილმებს აჩვენებენ

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შეუძლიათ სამი დღის განმავლობაში ქალი რეჟისორების ფილმებს უყურონ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ფემინისტური კინოს ფესტივალი სახელწოდებით „როზადან სიმონამდე" თბილისში 8-10 მარტს გაიმართება და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიების ორგანიზატორია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (Women's Initiatives Supporting Group, WISG). ფილმების ჩვენება გაიმართება თბილისის ბარის Politika ორიგინალურ სივრცეში.

კინოკამერები ჩინეთში - Sputnik საქართველო
The Guardian: ქართველი რეჟისორი ქალების გამოწვევა პატრიარქალური საზოგადოებისადმი

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალის თემაა ქალის სხეული, ე.წ. Queer body (უცნაური სხეული) და მისი „შეზღუდული" შესაძლებლობები – მაგრამ არა როგორც ანატომიური ფენომენი, არამედ როგორც პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, გენდერული და სხვა იდენტობების მქონე სუბიექტი. ამ სუბიექტში მთავარ როლს ასრულებს სექსუალობა, როგორც მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ადამიანის თვითაღქმაში და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

„ჩვენი კინოპროგრამის გაბედული რეჟისორები ახერხებენ ადამიანის სხეულში და მის გარეთ არსებული შეზღუდვები და შესაძლებლობები, მათი როლი სექსუალობის ჩამოყალიბებასა და თვითაღქმაში, ერთი მხრივ, ემპათიით, სიფრთხილით და სენსიტიურობით გამოიკვლიონ, მეორე მხრივ კი რადიკალური გამოწვევებით და შიშველი გულწრფელობით მიგვიძღვიან ამ ფუნდამენტურ მოგზაურობაში", – ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ფესტივალის პროგრამაშია ქართველი და უცხოელი რეჟისორების სურათები. მოწვეული მომხსენებლები გააფართოებენ ფილმებში წამოჭრილ თემებს, ისაუბრებენ მეამბოხე ქალებსა და საზოგადოებაში ქალის წარმოდგენაზე არსებულ სტერეოტიპებზე.

ფესტივალზე დასწრება უფასოა. ფესტივალის პროგრამას გაეცანით აქ.

ყველა ახალი ამბავი
0