თბილისში იტალიელი ფერმწერის ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნება

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიტრეტიაკოვის გალერეაში
ტრეტიაკოვის გალერეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ცნობილი მხატვრის 15 ნამუშევარს იხილავენ.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. იტალიელი მხატვრის, მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრების გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 27 მარტს, საღამოს გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

იტალიის შემდეგ პირველად თბილისში – და ვინჩის რეპროდუქციების ციფრული ჩვენება>>

გამოფენის სტუმრები იხილავენ ავტორის მიერ 1920-1970-იან წლებში შექმნილ 15 ნამუშევარს. გამოფენას ეწოდება „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის". როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ექსპოზიცია ნათლად წარმოაჩენს, რომ დე კირიკოს ყველაზე „ნატურალისტური" ნამუშევრებიც კი მაინც სიურრეალისტურ სამყაროზეა.

„მის სურათებში გვხვდება მეტაფიზიკური ესთეტიკის ძირითადი პრინციპები – ქალაქების სტრუქტურა, სახლების არქიტექტურა, კვადრატები, ბაღები... დე კირიკო იყენებს კაშკაშა განათებას, მკვეთრ ჩრდილებს, მკაფიო ფერებს და მარადიული ფორმების იდეალს ამკვიდრებს. მისი მეტაფიზიკური ფერწერა სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობადაა მიჩნეული", – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ფიროსმანის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ფიროსმანის ტილოებს ტალინი უმასპინძლებს

გამოფენის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. ექსპოზიცია თბილისში საქართველოსა და იტალიის შესაბამისი სამთავრობო უწყებების თანამშრომლობის შედეგად იმართება.

ჯორჯო დე კირიკო (1888-1978) სიურრეალიზმთან მიახლოებული მხატვარია. იყო იტალიელი პოეტის, მწერლის, მხატვრისა და მუსიკოსის ალბერტო სავინიოს უფროსი ძმა. წარმოშობით ბერძენია, სადაც ის იტალიურ ოჯახში იზრდებოდა და ათენის უმაღლეს სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. სხვადასხვა წლებში ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში.

მხატვარმა თავისი საუკეთესო ტილოები 1908-1917 წლებში შექმნა. 1917 წელს სამხედრო ჰოსპიტალში გაიცნო მხატვარი კარლო კარა და მასთან ერთად მეტაფიზიკური მხატვრობის მოძრაობა დააარსა.

ყველა ახალი ამბავი
0