21:25 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
57510

დედაქალაქში ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომის ციფრული რეპროდუქციების ნახვის საშუალება იქნება

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მსგავსად მსოფლიოს ბევრი მუზეუმისა, რენესანსის ეპოქის გენიოსის, იტალიელი დიდი შემოქმედის, მხატვრისა და გამომგონებლის, ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავს აღნიშნავს, ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

მუზეუმი 27 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლის ყველა მსურველს იწვევს გამოფენაზე „ლეონარდო - Opera Omnia". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ტალიელი ოსტატის ფერწერული ნამუშევრების რეპროდუქციები.

„დამთვალიერებელს საშუალება ექნება, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ერთად იხილოს ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის მქონე ციფრული რეპროდუქციები. აღნიშნულ ექსპოზიციას, იტალიის საზღვრებს გარეთ, დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას“, – აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

გამოფენა ანალოგია მიქელანჯელო კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციისა, რომელიც ეროვნულ მუზეუმში 2017 წელს იყო წარმოდგენილი. თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ პროექტს ეწოდება Opera Omnia, ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა“. ის აერთიანებს ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს, აღნიშნავენ მუზეუმში.

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ეროვნული მუზეუმი.

ლეონარდო და ვინჩი – იტალიელი მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი, მწერალი, მუსიკოსი, მაღალი რენესანსი ეპოქის უდიდესი წარმომადგენელი (1452–1519).

მთავარი თემები