თბილისში ბოტიჩელის და კარავაჯოს შედევრებს გამოფენენ

© photo: Sputnik / Evgeniya NovozheninaVisitatori alla più grande mostra al mondo della collezione dei Musei Vaticani "Roma Aeterna".
Visitatori alla più grande mostra al mondo della collezione dei Musei Vaticani Roma Aeterna. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ გალერეაში დამთვალიერებელი ბოტიჩელის „ვენერას“ და კარავაჯოს ყველა ძირითადი ნამუშევრის რეპროდუქციებს იხილავს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს უნიკალური შანსი ეძლევათ, ისიამოვნონ იტალიელი მხატვრების სანდრო ბოტიჩელისა და კარავაჯოს შედევრების ხილვით.

დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში 5 ოქტომბერს გაიხსნება და 29 ნოემბრამდე გასტანს ორი გამოფენა საერთო სახელწოდებით „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი — სილამაზე, კარავაჯო — სინათლე“.

„თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ აღორძინების ეპოქის გენიოსის სანდრო ბოტიჩელის იდეალური სილამაზის სიმბოლო — ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული Venus Pudica. ხოლო გამოფენაზე Opera omnia თქვენ გელით შუქ-ჩრდილების ოსტატის კარავაჯოს ყველა ძირითადი ნამუშევრის რეპროდუქციები რეალურ ზომაში და მაღალი გარჩევადობით", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

ეიფელის კოშკი პარიზში - Sputnik საქართველო
საქართველოს პარიზში სვიმონ დადიანის უნიკალური კოლექცია აჩუქეს

გამოფენა სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს მხარდაჭერით იმართება, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. 

პროექტის კოორდინატორია საქართველოში იტალიის საელჩო. გამოფენების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ.

სანდრო ბოტიჩელი (Sandro Botticelli, ნამდვილი სახელი ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი, 1445-1510) — აღორძინების ეპოქის დიდი იტალიელი ფერმწერი, ფლორენციის სკოლის წარმომადგენელია. მისი შემოქმედება, რომელიც გაჟღენთილია ნეოპლატონური ფილოსოფიის მოტივებით, დიდხანს არ იყო ღირსეულად დაფასებული. დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში ბოტიჩელი თითქმის მივიწყებული იყო, სანამ XIX საუკუნის შუა პერიოდში მისი შემოქმედებისადმი ინტერესი არ გაჩნდა, რომელიც დღემდე არ განელებულა.

მიქელანჯელო მარიზი და კარავაჯო (Michelangelo Merisi da Caravaggio, 1571, მილანი — 1610, პორტო-ერკოლე) — იტალიელი მხატვარი, XVII საუკუნის ევროპული ფერწერის რეფორმატორი, ფერწერაში რეალიზმის ფუძემდებელი და ბაროკოს ერთ-ერთი უდიდესი ოსტატია. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კიაროსკუროს“ მანერა — ჩრდილისა და სინათლის მკვეთრი კონტრასტი. აღმოჩენილი არ არის მისი არც ერთი ჩანახატი და ესკიზი, მხატვარი თავისი რთული კომპოზიციების რეალიზებას პირდაპირ ტილოზე ახდენდა.

ყველა ახალი ამბავი
0