საქართველოს პარიზში სვიმონ დადიანის უნიკალური კოლექცია აჩუქეს

© AP Photo / Michel Eulerეიფელის კოშკი პარიზში
ეიფელის კოშკი პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გადაეცა 23 ტილო და ორი სკულპტურა, რომლებიც რამდენიმე ათეულ ათას ევროდ არის შეფასებული.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მრავალთვიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პარიზში, საქართველოს საელჩოში საფრანგეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზე საქართველო ქართველი მხატვრის სვიმონ დადიანის უნიკალური კოლექციის მფლობელი გახდა.

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იტყობინებიან, საქართველოს დადიანის 23 ტილო და ორი სკულპტურა გადაეცა.

უწყების მონაცემებით, ექსპონატები რამდენიმე ათეულ ათას ევროდ არის შეფასებული. სვიმონ დადიანის ნამუშევრების სამშობლოში დაბრუნება ქართველი ემიგრანტების შთამომავლობის — მიხეილ და ლია ვოდეების დამსახურებაა.

ნამუშევრები ღირსეულ ადგილს დაიკავებს თბილისის ხელოვნებათა სასახლის ფონდში (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი).

"კოლექცია დიპლომატიური ტვირთის სტატუსით საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გამოგზავნა და პროცესს პატრონაჟს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს. სვიმონ დადიანის მემკვიდრეობის ხელოვნების სასახლისთვის გადაცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომელიც ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს კოორდინირებას უწევდა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო
პეტრე ოცხელის 30 უნიკალური ნამუშევრის რესტავრაცია იწყება

სამინისტროს მხარდაჭერით ასევე იგეგმება სვიმონ დადიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კატალოგის გამოცემა.

სვიმონ დადიანი მხოლოდ 5 წლის იყო, როდესაც 1921 წელს მშობლებთან და და-ძმასთან ერთად საქართველო დატოვა. სამხატვრო განათლება სვიმონმა ჯერ პარიზში, მოგვიანებით კი აშშ-ში მიიღო, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დადიანი გერმანელი ფაშისტების წინაარმდეგ ევროპაში აშშ-ის სადესანტო ჯარების შემადგენლობაში იბრძოდა. გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში 1974 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0