ფიროსმანის ტილოებს ტალინი უმასპინძლებს

© photo: courtesy of Alena Savelievaფიროსმანის ნამუშევრები
ფიროსმანის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის გახსნის ოფიციალური ცერემონია 22 მარტს გაიმართება, რომელსაც ესტონეთის მთავრობისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ესტონეთში 23 მარტს გაიხსნება, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ფიროსმანი - Sputnik საქართველო
პირველად ერთად: საფრანგეთში ფიროსმანს და ვან გოგს ერთად გამოფენენ

ექსპოზიციაზე, რომელიც ტალინში მუზეუმ „მიკელიში" ხუთი თვე, 23 აგვისტომდე გაგრძელდება, დამთვალიერებელი მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ სამ ფერწერულ ტილოს იხილავს.

გამოფენის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან ესტონეთის ეროვნული მუზეუმი, ესტონეთში საქართველოს საელჩო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

© FB / Cultural Heritage of Georgiaნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში
ფიროსმანის ტილოებს ტალინი უმასპინძლებს - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში

22 მარტს, გამოფენის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე, მიწვეული არიან ესტონეთის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 23 მარტიდან კი გამოფენის კარი ყველა მსურველისთვის ღია იქნება.

თბილისში, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი აშენდეს>>>

აღსანიშნავია, რომ 23 მარტიდან მუზეუმ „მიკელის" საგამოფენო სივრცე ოთხი დღით ადგილობრივი ქართული დიაპორისა და ესტონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისთვის ორ ღონისძიებას დაეთმობა: შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა „ვხატავთ ფიროსმანს" და კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტის თამარ მელივას ლექციას თემაზე „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე".

ესტონეთში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ექსპონირება 2015 წელსაც გახორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0