რუსეთმა საქართველოს კიდევ 7 ქართულ ფილმის ასლი დაუბრუნა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის „გოსფილმოფონდი“
რუსეთის „გოსფილმოფონდი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ქართული კინომემკვიდრეობა ბრუნდება

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით რუსეთის ფედერაციის კინოფილმების სახელმწიფო ფონდმა საქართველოს კიდევ შვიდი კინოსურათის ასლი დაუბრუნა.

რადიო - Sputnik საქართველო
„გოსფილმოფონდში“ დაცული 11 ფილმი უკვე საქართველოშია

მეოთხე ეტაპზე, ქართულ მხარეს გადაეცა ივანე პერესტიანის „არსენა ჯორჯიაშვილი” (1921 ) და „სურამის ციხე” (1923 ), ამო ბეკ-ნაზაროვის „მამის მკვლელი” (1923 ), მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდა” (1931 ), დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე” (1937 ), გელა კანდელაკის „უბედურება” (1980 ) და ნუცა ღოღობერიძის „უჟმური” (1934 ).

სამუშაო ვიზიტით, ქალაქ მოსკოვში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და ამავე ცენტრის იურისტი თინათინ ჩავლეიშვილი იმყოფებოდნენ.

„ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების საცავებში შენახვის პირობებს, მათი რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო. შემოწმდა ფილმების როგორც ორიგინალების, ასევე, პირველადი ასლებისა და სამუშაო პოზიტივების მდგომარეობა. „გოსფილმოფონდის“ რესტავრატორების ჯგუფთან ერთად შეფასდა ჩატარებული სამუშაოები“, - ნათქვამია საქართველოს კინოცენტრის განცხადებაში.

„გოსფილმოფონდი“ საქართველოს სულ 700 ფილმს გადმოსცემს. შესაბამისი შეთანხმება 2014 წლის სექტემბერში გაფორმდა. რაც შეეხება კონოფირების შენახვის საკითხს, პირველ ეტაპზე ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული, შემდეგ კი მათ კინოფირების საცავში გადაიტანენ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნისთვის მოეწყობა.

„გოსფილმოფონდმა“ საქართველოს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადმოსცა >>

რუსეთის სახელმწიფო კინოფონდი მსოფლიოში ყველაზე დიდ და საუკეთესო კინოკოლექციას ფლობს. დღეისათვის იგი 70 ათასზე მეტი დასახელების კინოფირს ფლობს — 1895 წელს საფრანგეთში ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული მუნჯი კინოდან თანამედროვე რუსი და უცხოელი კინომწარმოებლების ნაწარმოებებით დასრულებული.

ყველა ახალი ამბავი
0