„გოსფილმოფონდმა“ საქართველოს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადმოსცა

გამოწერა

რუსეთის კინოფილმების სახელმწიფო ფონდში დაცული ოთხი ფილმის ასლი საქართველოს გადმოეცა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

თბილისში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს კინოფირები რუსეთის „გოსფილმოფონდის“ დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა გადასცა.  

ფირების გადაცემის ცერემონია - Sputnik საქართველო
რუსეთის სახელმწიფო კინოფონდმა ქართულ მხარეს ოთხი კინოფირის ასლი გადასცა

„ჩვენ 800-ზე მეტი დასახელების კინოსურათი გვაქვს და თითოეული ფილმი რესტავრაციას საჭიროებს. ამჯერად ჩვენ 1928-1930 წლების ფილმები გადმოგეცით. და, წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენი ქართული ფილმი იყო ჩვენ ფონდში. საჭიროა ყველა ფილმის აღდგენა. ეს დიდი და შრომატევადი საქმეა“, — განაცხადა ნიკოლაი ბოროდაჩევმა.

პირველ ეტაპზე ქართულ მხარეს გადაეცა ასლები ფილმებისა „ჰოლტზე“ და „ამერიკანკა“ – რეჟისორი ლეო ესაკია, ასევე ნუცა ღოღობერიძის „ბუბა“ და მიხეილ ჭიაურელის „უკანასკნელ საათს“.

მანამდე, 2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, შვიდი წლის განმავლობაში „გოსფილმოფონდმა“ საქართველოს ქართული ფილმების ასლები უნდა გადმოსცეს, რომლებიც 1921-1991 წლებშია გადაღებული და ფონდის არქივში ინახება. 

ყველა ახალი ამბავი
0