რუსეთის სახელმწიფო კინოფონდმა ქართულ მხარეს ოთხი კინოფირის ასლი გადასცა

© Sputnik / Denis Aslanovფირების გადაცემის ცერემონია
ფირების გადაცემის ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გოსფილმფონდმა“ რუსეთის სახელმწიფო კინოფონდის არქივებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივებისათვის ქართული ფილმების გადაცემა დაიწყო.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდში დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისათვის გადაცემის ცერემონია შედგა. 

პირველ ეტაპზე ქართულ მხარეს გადაეცა შემდეგი ფილმების ასლები: რეჟისორ ლეო ესაკიას „ჰოლტზე“ და „ამერიკანკა“, ნუცა ღოღობერიძის „ბუბა“ და მიხეილ ჭიაურელის „უკანასკნელ საათს“.

საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის სახელმწიფო კინოფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩოვმა 2014 წლის 30 სექტემბერს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო კინოფონდი შვიდი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს გადასცემს იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც მის არქივებში 1921-დან 1991 წლამდე ინახებოდა. 

„საუბარი ორიგინალების გადმოცემაზე არასოდეს ყოფილა. ქართული მხარის ამოცანა იყო მიეღო ასლები. რთული და უშედეგო მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ამ თემაზე 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“, — ციტირებს გიორგაძეს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“. 

რაც შეეხება კონოფირების შენახვის საკითხს, პირველ ეტაპზე ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნებიან დაცული, შემდეგ კი მათ კონოფირების საცავში გადაიტანენ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნისთვის მოეწყობა. 

სულ ქართულ მხარეს 700 კინოფირი გადაეცემა. 

© Sputnik / Levan Avlabreliკინოფირების გადაცემის ცერემონია
კინოფირების გადაცემის ცერემონია - Sputnik საქართველო
კინოფირების გადაცემის ცერემონია

„დღეს მართლაც ისტორიული მომენტია, როცა ქართული კინემატოგრაფიული მემკვიდრეობა სამშობლოში ბრუნდება. ქართული კინო — ეს განსაკუთრებული წვლილია მსოფლიო კინემატოგრაფიაში… მე დღემდე ვიღებ უდიდეს განაცხადებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით დაინტერესებულია ევროპა, სკანდინავიის ქვეყნები და ყველა ცდილობს აჩვენოს ქართული ფილმები“, —თქვა ბოროდაჩოვმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი რჩევით, ფილმები გადაცემულია კინოფირით და არა ციფრული მატარებლებით, რადგან კინოფირმა დაამტკიცა თავისი პრაქტიკულობა და ის შეუცვლელია. 

გარდა ამისა რუსეთის სახელმწიფო კინოფონდის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს საჩუქრად საბჭოთა მულტიპლიკაციური ფილმების ნაკრები გადასცა საქართველოში ბავშვთა სახლებისათვის. 

ღონისძიება ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. 

რუსეთის სახელმწიფო კინოფონდი მსოფლიოში ყველაზე დიდ და საუკეთესო კინოკოლექციას ფლობს. დღეისათვის იგი 70 ათასზე მეტი დასახელების კინოფირს ფლობს — 1895 წელს საფრანგეთში ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული მუნჯი კონოდან თანამედროვე რუსი და უცხოელი კინომწარმოებლების ნაწარმოებებით დასრულებული. 


ყველა ახალი ამბავი
0