„ეს გახლავთ ის ფილმები, რომლებიც ძალიან კარგად არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და რომლებმაც განსაზღვრა კიდეც ქართული კინოს განსაკუთრებული ადგილი არა მხოლოდ ქართულ რეალობაში, არამედ, ზოგადად, ევროპულ სივრცეში“, – განუცხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამსახურის უფროსმა ნანა დოლიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
საქართველოში რუსეთიდან 1960-დან 1985 წლამდე პერიოდში გადაღებული ფილმები დაუბრუნდა, რომელთა შორისაა რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ (1975), გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ (1962) და „ფიროსმანი“ (1969), თენგიზ აბულაძის „ვედრება“ (1967), ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ“ (1961), ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და თამაზ მელიავასთან ერთად გადაღებული „თეთრი ქარავანი“ (1963), რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975) და „ნეილონის ნაძვის ხე“ (1985), ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები“ (1978), ასევე გუგული მგელაძის „ბურთი და მოედანი“ (1961).