05:18 21 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0693
  • 100 RUB3.9538
  • USD2.6193
სამყაროში ხუთი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ალტერნატიული სამყარო: თბილისში ნინო ბოსიკაშვილის გამოფენა გაიმართება

Photo: courtesy of Hubble Legacy Archive, NASA, ESA
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (662)
54 0 0

თბილისელები და თბილისის სტუმრები ქართველი მხატვრის მულტიმედიურ-კონცეპტუალურ პროექტს ნახავენ

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მხატვრის, გრაფიკული დიზაინერის და ილუსტრატორის, ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ალტერნატიული სამყარო" თბილისში 13 სექტემბერს TBC ART Gallery-ში გაიმართება.

„ალტერნატიული სამყარო" — მულტიმედიურ-კონცეპტუალურ პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აქტივიზაციის გზით ალტერნატიული სამყაროს შექმნის იდეას ეყრდნობა.

პროექტის ავტორების თქმით, ადამიანს თავისი გაჩენის დღიდან ახასიათებს სრული თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ამ არჩევანის ძიებაში კი ის მუდამ მიილტვის, ისევე როგორც ღმერთი, შექმნას თავისი მსგავსი ხელოვნური არსებები.

Иллюстратор Нино Босикашвили
ილუსტრატორი ნინო ბოსიკაშვილი

„ასეთი არსებების, მანქანების, მექანიზმების, რობოტების და ნახევრად ბიოლოგიური სისტემების ხელოვნური ინტელექტით აღჭურვამ შესაძლოა გამოიწვიოს ალტერნატიული სამყაროს და საზოგადოების შექმნა, რომელთაც ექნებათ თავიანთი ღირებულებები და ქცევის კანონები და დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ახალი ალტერნატიული ღირებულებები, რომელიც უცხო იქნება ჩვენი სამყაროსთვის. მაგრამ ვინ ვართ ჩვენ? იქნებ ჩვენ უკვე ვარსებობთ იმ ალტერნატიულ სამყაროში, სადაც ღმერთმა თავის სახედ და ხატად შეგვქმნა? სხვანაირად რომ ვთქვათ, ვართ თუ არა ჩვენ ღმერთის კოდირებული ხელოვნური კლონები?“ — ნათქვამია გამოფენის ანონსში.

ნინო ბოსიკაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მუშაობს კომპანია Biterium-ში კრეატიულ და არტ-დირექტორად, ასევე საერთაშორისო განვითარების აშშ-ის სააგენტოში (USAID) გრაფიკულ დიზაინერად.

ავსტრალიურმა არტ-გამოცემა Pictoria-მ 2018 წელს ნინო ბოსიკაშვილს მიუძღვნა სტატია, რომელშიც მის შემოქმედებას მაღლი შეფასება მისცა და ნინოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრატორი უწოდა.

ტიციანის „მადონა ყრმით" თბილისში გამოიფინება >>

ბოსიკაშვილის ფერწერული და ციფრული ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.

მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში. მათ შორისაა STROKE Art Fair მიუნხენში, Anselmo Gallery იტალიაში, Art Up ბათუმში.


თემები:
საქართველო და კულტურა (662)

მთავარი თემები