ტიციანის „მადონა ყრმით" თბილისში გამოიფინება

© National Museum of Georgiaეროვნული გალერეა
ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოადგენენ აღორძინების ხანის დიდი იტალიელი ოსტატების გრაფიკულ ნამუშევრებს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აღორძინების ხანის უდიდესი გენიოსების — ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელო ბუონაროტის, ტიციანისა და სხვა იტალიელი მხატვრების შედევრების გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში (რუსთაველის 11) სამშაბათს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ტიციანის (ტიციანო ვეჩელის) „მადონა ყრმით". გამოფენა 5 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოფენის ფარგლებში 25 მაისიდან წარმოდგენილი იქნება სერია „რენესანსის ოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები". კოლექცია შედგება ტურინის მუზეუმის კოლექციის 45 გრაფიკული ნამუშევრისგან. წარმოდგენილი იქნება ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ბრამანტინოს, სინიორელის, ჯორჯო ვაზარის, პინტურიკიოს ნამუშევრები.

სანდრო ბოტიჩელი - Sputnik საქართველო
ბოტიჩელის „ვენერა" თბილისში გაძლიერებული დაცვით ჩამოიტანეს

გარდა ამისა, ექსპოზიციის ფარგლებში გამოფენილი იქნება გასული წლის 40-იანი წლების იტალიელი მხატვრების ნამუშევრები Evidence. A New State of Art ტურინის გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტიდან (25 მაისიდან 26 აგვისტომდე).

ეროვნულ გალერეაში 3 სექტემბრიდან წარმოადგენენ დიდი მოქანდაკის, ქანდაკების ხელოვნებაში ბაროკოს მიმდინარეობის დამფუძნებლის ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო". გამოფენა 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ეძღვნება და იმართება სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0