10:07 19 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1134
  • 100 RUB4.1226
  • USD2.7026
სოხუმი. არქივის ფოტო

აფხაზეთში 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushin
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (80)
3210

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხას აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ციხესიმაგრეები, ეკლესიები და ძველი ნაგებობების ნაშთები შეემატა

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძეგლები მდებარეობს აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში. მათი უმრავლესობა შუასაუკუნეებით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიიღო შემდეგმა ობიექტებმა:

სოფელ ახუწას ციხე, სოფელ ბესლახუბის ეკლესია, სოფელ კვიტოულის წყალსადენი, სოფელ კვიტოულის ძველი გალავანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები, სოფელ კვიტოულის ციხე —სიმაგრე, სოფელ ფოქვეშის ეკლესია „აბაა", სოფელ ფოქვეშის ეკლესია, სოფელ გუფის ეკლესია, სოფელ ჯგერდას ეკლესია, სოფელ ჯგერდას სასახლე, სოფელ ჯგერდას ციხე-სიმაგრე, სოფელ ჯგერდას ციხე, სოფელ, კვიტოულის ციხე —სიმაგრე „აბააჟ", სოფელ ფოქვეშის ციხე „ბიჭიაქვაც", სოფელ ფოქვეშის ციხე.

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (80)

მთავარი თემები