სამეგრელოში ქართულ სიძველეებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© Khobi Municipality City Hallმონასტერი
მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და დღესვე ამოქმედდა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ნასკალუს კოშკს, ნოჯიხევის ციხესა და ისარონფერდის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ღვინის მარანი - Sputnik საქართველო
„ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უკვე გამოსცა.

ნასკალუს კოშკი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარეობს და შუა საუკუნეებით თარიღდება.

ასევე შუა საუკუნეებით არის დათარიღებული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მდებარე ნოჯიხევის ციხე და სოფელ ხამისკურში მდებარე მისარონფერდის კოშკი.

ყველა ახალი ამბავი
0