„ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი აჭარაში მდებარეობს

თბილისი,  5 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობს სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩიქუნეთში მდებარე  „ილიას მარანს“   კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ნათქვამია სააგენტოს Facebook–გვერდზე.

შუასაუკუნეების  მარანი ორი ნაწილისგან შედგება.  ორივე მოცულობის საერთო სიგრეძე 8 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3,2  მეტრი.  

გრაკლიანის გორა - Sputnik საქართველო
ამერიკელმა მეცნიერებმა გრაკლიანის წარწერა ჩვ.წ.აღ-მდე ХI–X სს-ით დაათარიღეს

მარანი  ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე.  კედლების სისქე 60 სანტიმეტრია.

დღეისთვის კარგად იკითხება მარანის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლები, დანარჩენი ნაწილი კი მიწით არის დაფარული. სახურავი, რომელიც დღეისთვის ასევე დაფარულია მიწით. 

ჩვენამდე მოღწეული მარნის მდგომარეობა მძიმეა. ჩამოქცეულია ქვები, წვიმის დროს ჩამოდის წყალი რის გამოც საკმაოდ დაზიანებულია მზიდი კედლები. დაზიანებების გამო მარანს ფუნქცია დაკარგული აქვს.

 „მარნის ეზოში მდებარე ქვევრი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მსგავსია სოფელ  ჩაისუბანში  არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილ არტეფაქტების  და ასევე, არხავეს ციხის ტერიტორიაზე შეგროვებული ქვევრის ნატეხების, რაც იმაზე მეტყველებს,  რომ აქ არსებული მასალა საკმაოდ ძველია და დამატებით კვლევასა და არქეოლოგიურ სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს, რაც დაგვეხმარება მარნის ზუსტი დათარიღების დადგენაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0